logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნორვეგიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი: სასამართლო რეფორმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა
ნორვეგიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი: სასამართლო რეფორმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა
09:57 14.11.2018
ნორვეგიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნორვეგიის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ულემიქ თომესენის განცხადებით, ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მისთვის მიუღებელია ის აგრესია, რასაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს მიმართ ავლენს. ამის შესახებ ნორვეგიის პარლამენტარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნორვეგიის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის ტატუნაშვილი -ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსგავს შემთხვევებზე საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაგირების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, მან ისაუბრა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე, რომელიც მხარდაჭერილია ევროპარლამენტის მიერ.

დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთ გზად საქართველო, ქვეყნის განვითარებას და საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის პროგრესის და შესაძლებლობების შეთავაზებას განიხილავს.

საქართველო-ნორვეგიის ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბრისას, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე.

როგორც ნორვეგიელმა დეპუტატმა აღნიშნა, საქართველო გატარებული რეფორმებით - განსაკუთრებით სასამართლო სისტემასა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სამაგალითოა და მიმზიდველი ქვეყანა ხდება ნორვეგიული ბიზნესისთვის.

„ნორვეგიასა და საქართველოს შორის არსებობს მჭიდრო კავშირები. უმნიშვნელოვანესია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ნორვეგიული ბიზნესისთვის, რომ განახორციელონ ინვესტიცია საქართველოში. მათთვის მნიშვნელოვანია თავი იგრძნონ დაცულად და იყვნენ ისეთ ქვეყანაში, სადაც შეეძლებათ საქმიანობის უსაფრთხოდ წარმართვა. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ენერგოსექტორში, ასევე ნიშანდობლივია, რომ იზრდება ნორვეგიელი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ“-განაცხადა ულემიქ თომესენმა.

ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა ნორვეგიის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლებთან.

პარლამენტარებმა დადებითი შეფასება მისცეს თბილისში ნორვეგიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კიდევ ერთხელ დადასტურდა ნორვეგიის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.

მინისტრმა ნორვეგიელ პარლამენტარებს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყანა თანდათან ტრანსფორმირდება ძლიერ საპარლამენტო რესპუბლიკად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ნორვეგიის პარლამენტში 2018 წელს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ულემიქ თომესენის ინიციატივით დაარსდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა