logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ ხულორდავა: საქართველოს პროგრესი ყველა მიმართულებით აქვს
თამარ ხულორდავა: საქართველოს პროგრესი ყველა მიმართულებით აქვს
15:04 13.11.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ ამბობს, რომ რეფორმების პროცესი დასრულებულია და საქართველო ყველა მოთხოვნას სათანადოდ პასუხობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ანგარიში, რომელსაც ევროპარლამენტი განიხილავს და დებატები, რომელიც ამ პროცესს მოჰყვება. ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებას პოზიტიურად აფასებს. აქ საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობაზე ძალიან დადებითი შეფასებებია. საქართველო აღიარებულია, როგორც მთავარი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირისთვის ჩვენს რეგიონში. ამ სტატუსის მოპოვებას ხელი შეუწყო სწორედ იმან, რომ საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს ყველა იმ საერთო პრიორიტეტს, რომელიც ჩვენ ერთად დავსახეთ. ძალიან ბევრ თემაზეა საუბარი, რადგან ასოცირების ხელშეკრულება ფართო დოკუმენტია და ყველა საკითხს შეეხება. საუბარია დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკური თვალსაზრისით მიღწეულ წინსვლაზე, ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდრო დაკავშირებაზე, სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საკანომდებლო სივრცის განახლებაზე, რომლითაც ყოველდღიურად ევროკავშირს ჩვენ უფრო ვუახლოვდებით. ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში და ძალიან რთულ პროცესში. რეფორმები მიმდინარეობს და მთავარია ის, რომ ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს პროგრესი. შევხედოთ დინამიკას და განვითარება, წინსვლა სახეზეა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუმცა, ეს არ იძლება თვითკმაყოფილების საფუძველს და ჩვენ არ ვამბობთ, რომ რეფორმების პროცესი დასრულებულია და საქართველო ყველა მოთხოვნას სათანადოდ პასუხობს. ძალიან მომთხოვნები ვართ ჩვენი თავის მიმართ და ძალიან ბევრი ნაბიჯია მომავალში გადასადგმელი. ეს შეეხება მართლმსაჯულების სისტემას და რეფორმების ბოლომდე მიყვანას, კორუფციასთან მიმართებაში გარკვეულ დამატებით ნაბიჯებს, რომლისკენაც ევროპარლამენტი მოგვიწოდებს და ჩვენ უნდა აუცილებლად ამაზე ვიმსჯელოთ, შრომის უფლებების დაცვაზე და არსებობს გარკვეული რეკომენდაციები. ჩვენ ამ რეკომენდაციბს ვასრულებთ. ბევრი რამ, რაც ამ ანგარიშში მოწოდების სახითაა ასახული, ამაზე უკვე მუშაობა ჩვენ დაწყებული გვაქვს და ზოგიეთი კანონპროექტი ინიცირებულია პარლამენტში და განხილვა მიმდინარეობს. ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი. ჩვენ ევროპარლამენტის რეკომენდაციებს ძალიან სერიოზულად ვუყურებთ და ვუდგებით. არის გარკვეული პოლიტიკური ტონალობები ამ რეკომედაციებში, რადგან ევროპარლამენტი არის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება და მისი რეკომენდაციებიც ამ პოლიტიკური პრეფერენციებიდან გამომდინარეობს. ობიექტური ჭეშმარიტების საზომი შეიძლება ეს არ არის, მაგრამ ამ პოლიტიკური ჯგუფების შეთანხმების, შეჯერების, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციების მოძიების შედეგად ისინი ამ საერთო დასკვნამდე და შეხედულებამდე მივიდნენ, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში აისახა. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ პროცესი სწრაფად და ეფექტურად წავიყვანოთ წინ,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა