logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა ნორვეგიული ბიზნესისთვის კარგი სიგნალია
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა ნორვეგიული ბიზნესისთვის კარგი სიგნალია
13:36 13.11.2018
„მოხარული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავუდასტურო საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახნის გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის განვითარებას, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოში ნორგვეგიის საელჩოს გახსნა, ასევე საქართველოში შემდგომი ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით ნორვეგიული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება“ - განაცხადა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ერიქსენ სორაიდემ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შეფასებისას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნორვეგიის სამეფოს სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში ეწვია, რა დროსაც ნორვეგიელ კოლეგასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ნორვეგიისა და საქართველოს გამორჩეულ ურთიერთობებს. მინისტრებმა ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახნის თაობაზე დადებითად შეაფასეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო თავისი საინვესტიციო კლიმპატით, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და ბიზნესის საქმიანობის პირობებით საინტერესო და მიმზიდველი ადგილია ნორვეგიული ბიზნესისითვის. როგორც ერიქსენ სორაიდემ აღნიშნა, ეს არის ის ფაქტორები, რასაც მსხვილი ნორვეგიული კომპანიები აქცევენ ყურადღებას და საქართველო ამ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. ინვესტიციების კუთხით ხაზი გაესვა უმსხვილესი ნორვეგიული კომპანიის Clean Energy Group-ის მიერ საქართველოში ენერგეტიკის სექტორში განხორცეიელბულ ინვესტიციას და აღინიშნა, რომ ნორვეგია დაინტერესებულია ამ მიმართულებით შემდგომ თანამშრომლობაში. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც ძალაში გასული წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა.

განსაკუთრებით აღინიშნა ნორვეგიის გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიელ კოლეგას რუსეთ-საქართველოს ომის 10 წელთან დაკავშირებით ნორვეგიის ღია მხარდაჭერისთვის, ასევე დადებითი შეფასება მიეცა იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით კეთდება IDP რეზოლუციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება. განსაკუთრებით აღინიშნა ნორვეგიის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კარგ პრაქტიკას, რომელსაც საფუძველი, მათ შორის ერიქსენ სორაიდეს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრობის პერიოდიდან ჩაეყარა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ხალხთაშორისო კავშირების განვითარების შესაძლებლობას, მხარეები მიესალმნენ საქართველოთი ნორვეგიელი ტურისტების მზარდ დაინტერესებას. ამ მხრივ ხაზი გაესვა ნორვეგიიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელების მნიშვნელობას, როგორც მინისტრებმა განაცხადეს საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნა შესაძლებელს გახდის მსგავს საკითხებზე უფრო ეფექტურ და შედეგიან კომუნიკაციას.

ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ნორვეგიის პარლამენტში, ასევე მონაწილეობას მიიღებს ანალიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში და მოინახულებს ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს არქივების გამოფენას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა