პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დემოკრატიის, ადამიანის
უფლებებსა და მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით ყველა შესაძლო კთხვაზე მყარი პასუხი აქვს.
ეს განცხადება მან საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას გააკეთა. რეზოლუციას ევროპარლამენტი დღეს განიხილავს.
„საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც გასული წლების განმავლობაში დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების კუთხით, მედიაპლურალიზმის კუთხით ფუნდამენტური წინსვლა გვქონდა. გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, რა ხდება დღეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პასუხები ყველა შესაძლო კითხვაზე, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და მედიაპლურალიზმს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

















