logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინეთმა საქართველოს რეფორმების და ევროინტეგრაციის პროცესს მაღალი შეფასება მისცა
ფინეთმა საქართველოს რეფორმების და ევროინტეგრაციის პროცესს მაღალი შეფასება მისცა
09:49 13.11.2018
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქარველოს და ფინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით“ - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიმო სიონინმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდომ, ჰელსინკში გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.

მან საქართველოში განხორციელებულ და მიმდინრე რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესისთვის მნიშვნელოვანია.

„საქართველომ რეფორმების გზაზე, ქვეყნის შიგნით რეფორმების განხორციელების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და მოხარული ვარ, რომ საქართველო ამ პროცესში წინ მიიწევს, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე საქართველოს სამომავლო მისწრაფებებისთვის ევროკავშირში“-განაცხადა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრებმა საქართველო-ფინეთის ორმხრივ ურთიერთობებს მაღალი შეფასება მისცეს. განსაკუთრებით აღინიშნა ფინეთის მნიშვნელოვანი დახმარება საქართველოში დემოკრატიის და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა ფინეთის ჩართულობით საქრათველოში განხორციელებულ Twinning პროექტებზე, მათ შორის ერთ-ერთი მიზნად ისახავს საქართველოს საბაჟო სისტემის დახვეწას, ევროკავშირის საბაჟო სისტემასთან დაახლოებასა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ფინელი ტურისტების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებულ მზარდ ინტერესს და აღნიშნა რომ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. მისივე შეფასებით ევრკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კარგ შესაძლებლობებს იძლევა საქართველოში მეტი ევროპული ინვესტიციის კონცენტრაციისთვის.

მინისტრებმა ხაზი გარსვეს ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს, დადებითად შეფასდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტი ჰელსინკში, რა დროსაც დელეგაცია გაეცნო ფინეთის განათლების სისტემის გამოცდილებას. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საქართველოში ფინური სკოლის გახნის ინიციატივას, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

მინისტრები მიესლმნენ ევროპის საბჭოში ფინეთის მომავალ თავმჯდომარეობას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესლამა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ფინეთის მნიშვნელოვან დახმარებას. განსაკუთრებით აღინიშნა ფინეთის მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის მინისტრები მიესალმნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიმდინარე წელს საქართველოს შესახებ რეზოლუციის ფინეთის მხრიდან თანასპონსორობას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძრღვანელმა მადლობა გადაუხადა ფინეთს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავზე ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტოს ვიზიტისთვის, თავის მხრივ ფინურმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფინეთის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით , ფინური დროშის ისტორიული მონუმენტის შექმნაში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფინელი კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია და ამ მხრივ ყურადღება გაამხვილა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც წელს აღნოსავლეთ პარტნიორობის 10 წლესთავს მიეძღვნება.

დავით ზალკალიანი ჰელსინკს, სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში მიმდინარე წლის 11-12 ნოემბერს სტუმრობდა. ფინელ კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში ფინეთმა დაგმო საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიმდინარე ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი სოფელ ატოცში და მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა ტეროტორიულ მთლიანობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა