logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მაია ცქიტიშვილი: არაერთი მაგალითი გვაქვს, როგორ ცდილობს „ნაცმოძრაობა“, სიცრუეში შეიყვანოს საზოგადოება და შექმნას დესტაბილიზაციის რისკი
მაია ცქიტიშვილი: არაერთი მაგალითი გვაქვს, როგორ ცდილობს „ნაცმოძრაობა“, სიცრუეში შეიყვანოს საზოგადოება და შექმნას დესტაბილიზაციის რისკი
23:42 12.11.2018
არაერთი მაგალითი გვაქვს, როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, სიცრუეში შეიყვანოს საზოგადოება, შექმნას დესტაბილიზაციის რისკი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია არის ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული.

„ნაციონალური მოძრაობა თვეების განმავლობაში გვაძლევს ყველა მაგალითს, თუ როგორ აწარმოებს კამპანიას, მათ შორის საპრეზიდენტო კანდიდატი და მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა“. მთელი კამპანია არის ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული. ამჯერად, გუშინაც, დღესაც, სამწუხაროდ, არაერთი მაგალითი გვაქვს, როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, სიცრუეში შეიყვანოს საზოგადოება, შექმნას დესტაბილიზაციის რისკი. ჩვენ ვიხილეთ როგორც მათი რუსი პიარტექნოლოგის განცხადება, ასევე ამჟამად მიხეილ სააკაშვილიც გვიანონსებს, რომ გაზაფხულზე ეს ხელისუფლება აღარ უნდა იყოს. ასევე, მსგავსი განცხადებები გვსმენია „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთი ლიდერის მხრიდან. ისევე, როგორც სამწუხაროდ, მედიასაშუალებების მხრიდანაც, კერძოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ს ვგულისხმობ, რომელიც პირდაპირ, მთელი თავისი პროპაგანდისტული მანქანის ძალით გვიანონსებს ხელისუფლების რევოლუციური შეცვლის აუცილებლობას და მაქსიმალურად ცდილობს დაძაბოს ვითარება, წარმოაჩინოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ეს დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ტარდება. მეორე ტურიც არის იმის დასტური, რომ ნამდვილად დემოკრატიული და ღია გზით ტარდება არჩევნები. მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელი პროპაგანდისტული მანქანა კარგად ვიხილეთ ამ შემთხვევაში. ვხედავთ, რომ რუსი პიარტექნოლოგები ტვინის გამორეცხვის რუსული ტექნოლოგიების მიხედვით ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და თავისი ბრალდებები და დანაშაულები გადმოიტანონ ოპონენტის მხარეს, დააბრალონ ყველა ის ქმედება, რომელიც, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ჩადენილი. ასე რომ, მაგალითები საკმარისზე მეტია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლოდროინდელი განცხადებები ჯართან მიმართებით არ შეესაბამება სიმართლეს და სრულად არის „კა-გე-ბესა“ და რუსული ტექნოლოგიებით შექმნილი სიცრუე.

„ჩვენ ნამდვილად გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა არ მივცეთ საშუალება „ნაციონალურ მოძრაობას“, შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და შექმნას დესტაბილიზაციის რისკი, რევოლუციური სცენარები, რომლის საფუძველი ამ ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ვხედავთ თუ რა ხდება, ძალიან კარგად ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაც და სამწუხაროა, რომ ამ საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ამ ხელწერამ განსაკუთრებულად მკაფიოდ და მძაფრად იჩინა თავი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა