logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი აშშ-ს არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს შეხვდა
პრემიერი აშშ-ს არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს შეხვდა
15:57 12.11.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს გენერალ სტივენ ლაიონსს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-სთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის მნიშვნელობას. ყურადღება დაეთმო აშშ-ს მხარდაჭერას განსაკუთრებით იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო აეროდრომის მშენებლობის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პროექტი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი საერთო სწავლებებისთვის ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად. აღინიშნა, რომ სამხედრო აეროდრომის მშენებლობა სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მიიღოს ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, რაც რეგიონის სტაბილურობის გარანტი იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი დორონ ბარდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯეფრი ჰარტმანი და მრჩეველი ელიზაბეტ ზენტოსი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა