logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
დავით ზალკალიანმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
14:11 12.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ფინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრში (Hybrid CoE). შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენლებმა მინისტრს გააცნეს ცენტრის საქმიანობა და სტრუქტურა, ასევე საუბარი შეეხო თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევებს და ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორც ერთ-ერთ აქტიურ და აგრესიულ მიმართულებას.



სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განხილულ იქნა ჰიბრიდული საფრთხეების ანალიზის, პრევენციისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველომ 2008 წელს გამოსცადა რუსთის ფედერაციის მხრიდან მასშტაბური ჰიბრიდული შეტევა და რუსეთის ფედერაცია დღესაც განაგრძობს ამ მიმართულებით აქტიურობას, განსაკუთრებით ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერების მიმართულებით, მან ხაზი გაუსვა ჰიბრიდული ხასიათის საფრთხეებთან ბრძოლაში ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.



მისი განცხადებით საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულებით საქმიანობას და უმთავრესად მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას. მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას და ამ მხრივ აშშ-სთან თანამშრომლობის კარგ გამოცდილებას. ამ კუთხით შეხვედრაზე განხილულ იქნა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრსა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. როგორც ცენტრში აღნიშნეს მიმდინარეობს კონცეფციის შემუშავების პროცესი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას ითვალისწინებს. მათ შორის, აქტიურ ურთიერთობას საქართველოსთანაც.



ჰელსინკიში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპული ცენტრი (Hybrid CoE) ფინეთის ინიციატივით 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა. Hybrid CoE წარმოადგენს ექსპერტებისგან შემდგარ საერთაშორისო ცენტრს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეხმარება ჰიბრიდული საფრთხეების ანალიზში და დაცვის მექანიზმების შემუშავებაში. მის საქმიანობაში ჩართულია ევროკავშირის 15 წევრი ქვეყანა, ნორვეგია, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა