logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: მე და ჩემ შვილებს ფიზიკური ლიკვიდაციით გვემუქრებიან
სალომე ზურაბიშვილი: მე და ჩემ შვილებს ფიზიკური ლიკვიდაციით გვემუქრებიან
11:32 12.11.2018
სახელისუფლებო გუნდისგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირადად მის და მისი შვილების მიმართ მუქარები ხორციელდება.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო დღეებში - კერძოდ 09,10 და 11 ნოემბერს - განხორციელდა ჩემი შვილების- თეიმურაზის და ქეთევანის - და პირადად ჩემს მიმართ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
გამოკვეთილად სხვადასხვა უხამს სიტყვებთან ერთად სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრეტავ“ ... „თქვენს სისხლს დავლევ“.

მუქარა რეალურია რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან. ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით, იმ ძალის რომელიც ჩვენს ქვეყანაში და ჩემთვის პირადად ქართული ვაჟკაცობის, ღირსების და თავდადების სიმბოლოა.

სოციალურ ქსელებში თანხვედრილი იდენტური ტექსტები მიუთითებენ იმასაც რომ სხვადასხვა პირებისგან წარმოთქმული მუქარები რეალურად ერთ კოლექტიურ გეგმაში იწერება.

ამ ქმედებებით კიდევ ერთი საფეხური გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის, შუღლის, სიძულვილის გარემოს დაფუძნებისათვის, რაშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ ყოველდღიურად ერთ პოლიტიკურ მოძრაობის შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერები.

ამ წინა საარჩევნო პერიოდში, ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის გავრცელება მეტად სერიოზულად უნდა იყოს მიღებული.
მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რათა დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება მოცემულ ფაქტებზე, რომ დროულად იქნას აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ და არეულობისკენ.

მივმართავ ასევე საზოგადოებას და კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ვალდებულებაა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ერთად დაიცვან წინასაარჩევნო სიმშვიდე და წონასწორობა.

გახსენებთ, რომ ჩემი პირველი მიმართვა გაკეთებული ამ წლის 11 ოქტომბერს დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციებიდან რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად, შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემს და ჩემს ოჯახის მიმართ თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენ ისინიც, თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოყვა“-განაცხადა ზურაბიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა