logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ზერეკიძე: არის საფრთხე, მოვიდეს ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანის ფასეულობას მნიშვნელობა არასდროს ჰქონდა
გიორგი ზერეკიძე: არის საფრთხე, მოვიდეს ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანის ფასეულობას მნიშვნელობა არასდროს ჰქონდა
19:43 11.11.2018
„შეიძლება, დღევანდელ ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხართ, მაგრამ საფრთხე არის, მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანის ფასეულობას მნიშვნელობა არასდროს ჰქონდა,“ – ამის შესახებ თელავის თეატრში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გიორგი ზერეკიძემ განაცხადა, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს სამართალდამცველებმა 14 წლის ასაკში დააკავეს და 2010 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

მისი თქმით, ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე, რადგან შესაძლოა, ხელისუფლებაში ძალმომრეობითა და რევანშით აღსავსე „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს.

„აქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა ჩემზე უფროსები ბრძანდებით და ძალიან კარგად იცით თავისუფლების ფასი, ძალიან კარგად აფასებთ იმ სამწუხარო რეალობას, რა საფრთხის წინაშეც ვდგავართ, რადგან შესაძლოა, ძალმომრეობით და რევანშით აღსავსე „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს. მოგიყვებით ჩემი ოჯახის ტრაგედიას, როდესაც ვიყავი 14 წლის და მოხდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩემი პირველი შეხება. ამ ასაკში დაუფიქრებლად, რაზედაც თქვენ წინაშე შემიძლია ბოდიში მოვიხადო, დავაშავე, ეს იყო დანაშაული, მაგრამ წვრილმანი დანაშაული – დაზარალებულს 15 წუთიც არ გაუტარებია საავადმყოფოში, ჰქონდა სხეულზე ნაკაწრი, მაგრამ დამაბრალეს ყაჩაღობა, ვითომ ვძალავდი ფულს და რომ არ მომცა ფული, თითქოს გადავწყვიტე მისი მოკვლა და მომისაჯეს 14 წლის ბავშვს 10 წელი. როდესაც ამას ოჯახი აპროტესტებდა, ქვეყნის პირველი პირიდან დაწყებული – მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ნინო კალანდაძე ცდილობდნენ ჩემგან დამნაშავის ხატის შექმნას და უნდოდათ, სამაგალითოდ დავსჯილიყავი და ასეც მოხდა. ნინო კალანდაძემ, როდესაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, თავის მეგობარს და ჩემს მეგობარს უთხრა, საერთოდ არ ვიცნობდი გიორგისო. როდესაც ვანო მერაბიშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ გამოუგზავნიდა მესიჯბოქსს „ესემესად“, უნდა მიეცა ტელევიზიებისთვის ინტერვიუ და ეთქვა, თურმე როგორი კრიმინალი ვყოფილვარ“, – განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

მისივე თქმით, სასჯელის დამთავრების შემდეგ ყოფილი ხელისუფლების დროს ისევ დააკავეს.
„ციხიდან შევძელი და ჩავაბარე ეროვნული გამოცდები. პირობა იყო, რომ ყველას გაათავისუფლებდნენ. მე არ გამათავისუფლეს. მოვხვდი შავი ზღვის უნივერსიტეტში. შემდეგ დამიმთავრდა სასჯელი და ხელმეორედ ისევ დამაკავეს, ამჯერად გამოგონილი ბრალდებებით. როდესაც მეორეჯერ დამაკავეს, შვიდ თვეში გვითხრეს, რომ მამაჩემს დენმა დაარტყა და გარდაცვლილი მოგვიყვანეს სახლში. ეს იყო 2011 წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონდა გამოცხადებული პოლიტიკაში მოსვლა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველგვარ თავგასულობაზე იყო და ყველაფერს კადრულობდა. ოჯახმა ალტერნატიული ექსპერტიზა ჩავატარეთ, მაგრამ დენის კვალი საერთოდ არ აღენიშნებოდა მამაჩემს. ასე დაგვტოვეს განადგურებული ოჯახი. შვიდი წელი ციხეში გავატარე, მამა აღარ მყავს და მე ვარ ჩემი ოჯახის მეურვე. დღეს ისევ ის საფრთხეა, ამას ვერასდროს დავივიწყებთ. ჩემი ოჯახი ახლა საფრთხეშია. გულწრფელად მინდა მოგიწოდოთ, შეიძლება, დღევანდელ ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხართ, მაგრამ საფრთხე არის, მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანის ფასეულობას მნიშვნელობა არასდროს ჰქონდა. არ მინდა ემოციებზე ვითამაშო, მაგრამ როდესაც 15 წლის ბავშვმა თვითდაზიანება მივიყენე და 36 ნაკერი დამადეს ხელსა და მუცელზე, ბაჩო ახალაიას მოადგილე შემთხვევით იყო იქ ციხეში, რომ გაიგო ეს ამბავი და მოვიდა და შენ წამალს იკეთებ და ციხის საავადმყოფოში არ გადაგიყვანთო. იქიდან მომიყვანეს ექიმი და ძალიან ცუდ პირობებში მოხდა ამ ნაკერების დამუშავება. ძალიან ბევრი ტკივილი გადავიტანე. უნდოდა, რომ თაობა გაეწყვიტა და ასეც აკეთებდა. ჩემი კლასელი არის ქეთა ხარძიანი, გეცოდინებათ, მამა ჩაუცხრილეს, ყველაფერს კადრულობდნენ. ის პათოსი არის, რომ თქვენ ცდილობთ, არ დააბრუნოთ ეს ადამიანები. ერთად ვუთხრათ უარი ძალადობას“, – განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა