logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა იმნაძე გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
კახა იმნაძე გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
17:58 11.11.2018
გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში - საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება: მულტილატერალიზმის გაძლიერება და გაეროს როლი.



თავის განცხადებაში კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ წელს 10 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც საქართველომ განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია რუსეთის, უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრის, მხრიდან, რამაც გამოიწვია ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. რამდენიმე წლის შემდეგ, უკრაინაც იგივე აგრესორის მსხვერპლი გახდა. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, ფუნდამენტური ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ასეთი აშკარა დარღვევები და სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფა, ევროპის უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო წესრიგისთვის დიდი დარტყმა იყო.



კახა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რჩება ერთგული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რაც, ერთის მხრივ, მიმართულია საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციისკენ და მეორეს მხრივ, ომის და საოკუპაციო ხაზის მიერ გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ.



საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ ამ წუთებში რუსული საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალში აძლიერებს საოკუპაციო ხაზს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის გასწვრივ 1 კმ სიგრძის ხელოვნური ბარიერების დადგმით. მავთულხლართებმა და სხვა ხელოვნურმა ბარიერებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკვე 100 კმ-ს სიგრძეს მიაღწიეს, რაც აშორებს ოჯახებს, ართმევს ადამიანებს თავისუფალი გადაადგილების უფლებას, ქონებას, სასოფლო მიწებს, რელიგიურ ადგილებს და სასაფლაოებს, ასევე, ჯანდაცვაზე, გადაუდებელ დახმარებაზე და მშობლიურ ენაზე განათლებაზე ხელმისაწვდომობას.



კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ადგილზე, ისევე, როგორც საერთაშორისო ადამიანის უფლებების მონიტორების დაბრკოლების გარეშე შეღწევა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. აღინიშნა, რომ ამის საპირისპიროდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ხდება მოლაპარაკებების არსებული ფორმატის ძირის გამოთხრა ინციდენტების პრევენციისა და საპასუხო მექანიზმების (IPRMs) დაკნინებით, რომელიც შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის (GID) ფარგლებში.



კახა იმნაძემ შეახსენა დამსწრეებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო აქტიურად იყო ჩართული საქართველოში 1993-დან 2009 წლამდე, სანამ რუსეთის ფედერაციამ არ გამოიყენა ვეტოს უფლება და დაბლოკა გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში (UNOMIG). გაეროს მისიის დაბლოკვით სწორედ იმ დროს, როდესაც მისი ყოფნა ყველაზე მეტად იყო აუცილებელი (2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ), რუსეთის ფედერაციამ საშიში პრეცედენტი შექმნა გაეროს მშვიდობისმყოფელების ისტორიაში.



საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ვეტოს უფლების არასწორად გამოყენებამ ტრაგიკული შედეგები გამოიღო მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც, რადგან ბოლო ორი წლის მანძილზე ვეტოს გამოყენების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. კახა იმნაძემ ხაზაგსმით აღნიშნა, რომ აუცილებელია როგორც უშიშროების საბჭოს, ასევე, ზოგადად გაეროს რეფორმა, იმისათვის, რომ გაიზარდოს ეფექტურობა ისეთი გლობალური გამოწვევევბის მიმართ, როგორიცაა კონფლიქტების მოგვარება, ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისი, კლიმატური ცვლილება და სხვა, რათა მიღწეულ იქნას ერთსულოვნება, ინკლუზიურობა და საზოგადოებების განვითარება, საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დამყარებული წესრიგის პატივისცემით.



ამასთან, გაეროს გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოში გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ნოემბრის განცხადება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქარელის მუნიციპალიტეტიტის სოფელ ატოცთან 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებასთან დაკავშირებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა