logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელია: კონსტიტუციური უფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ ის ყველამ უნდა დაიცვას
ეკა ბესელია: კონსტიტუციური უფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ ის ყველამ უნდა დაიცვას
17:56 11.11.2018
„აქციის გამართვის უფლება არის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული, მისი ხელშეწყობა და სახელმწიფოს მხრიდან ყველა წინაპირობის შექმნა რომ აუცილებელია ყველამ ვიცით, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ბევრი ვიბრძოლეთ ამ უფლებისთვის და ამ თავისუფლების ფასი კარგად ვიცით“-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ გამოხატვის და შეკრების უფლება არ არის აბსოლუტური და ის შეიძლება შეიზღუდოს ცალკეულ შემთხვევებში, სწორედ ამ შეზღუდვის პროპორციულობაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებენ და ამბობენ, რომ მათ კონკრეტული ონფორმაცია აქვთ, რომელიც შეიძლება იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი.

„ერთის მხრივ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გამოხატვის უფლება ჰქონდეს ყველა ადამიანს, ეს იქნება შვილმკვდარი მამა, თუ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე, ვისაც რაიმე პროტესტი აქვს. თუმცა, მეორე მხრივ, თუკი მოხდება ამ უფლების შეზღუდვა, შესაბამისად გაკეთდება განმარტებები, რაც საზოგადოების უსაფრთხოების და დაცვისთვის იქნება საჭირო. სააპელაციო სასამართლოში უკვე დაწყებულია ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის განხილვა, ეს ეხება სწორედ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს და გამოტანილი განაჩენის გადახედვა დაიწყო სააპელაციო სასამართლომ. მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე. პოლიტიკური ორგანო - პარლამენტი ვერავის ვერ დაიჭერს და ვერ გაათავისუფლებს, ამიტომ უნდა გავმიჯნოთ ხელისუფლების შტოების ვალდებულებები. მართლმსაჯულება უნდა აღასრულოს სასამართლომ. სასამართლომ უნდა თქვას, იყო თუ არა სწორი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ვინ არის უშუალო დამნაშავე და ვინ არა. ჩვენი, როგორც პოლიტიკური ორგანოს ვალდებულებაა საკანონმდებლო პროცესშიც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და არა სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი განვახორციელოთ. ამიტომ, პოლიტიკური პროცესი მართლმსაჯულების პროცესისგან უნდა გაიმიჯნოს.

ჩვენ წლები ვიბრძოდით რომ სააკაშვილის რეჟიმი შეცვლილიყო. ბევრი აქცია და საპროტესტო გამოსვლა გამოვიარეთ. მაშინ გაცილებით მეტი ადამიანი გამოდიოდადა ყველა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იყო. მაშინ სამართალი მართლაც ჩვენ მხარეს იყო, მაგრამ ჩვენ პოლიციელებს თავში არ ვურტყამდით, არ ვძალადობდით, ჩვენზე ძალადობდნენ, ჩვენ გვარბევდნენ. საპასუხო ძალადობაზეც კი არ გადავდიოდით. დიახ, გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა ვიძალადოთ იმ სამართალდამცავ ორგანოთა წარმოამდგენლებზე, ვინც იცავს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას. კონსტიტუციური უფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ ის ყველამ უნდა დაიცვას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია“-განაცხადა ბესელიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა