logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის
კახა კალაძე: წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის
17:07 11.11.2018
თბილისის მერი კახა კალაძე წუხელ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

კახა კალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მსურს, გამოვეხმაურო გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ადამიანის ღირსება, მისი უფლებები და გამოხატვის თავისუფლება არის უმთავრესი ფასეულობა, რომლის დაცვის გარანტიც, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, მთელი ჩვენი გუნდი და პირადად მეც ვარ და ვიქნები ყოველთვის.

სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის.
მაშინ, როცა მერიის საპასუხო წერილში, რეალურად მსგავსი ინტერპრეტაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

აღვნიშნავ, რომ გუშინდელი მოვლენებისას, რიგი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ნაძვის ხის და საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, მომიტინგეებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ ნოემბრის დასაწყისში.

ცხადია, ეს არის მტკნარი სიცრუე და თავად გამოხატვის პროცესის შეურაცხყოფა!

აქციის მონაწილეებს, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იქ, სადაც სურთ და რა ფორმითაც სურთ. ამის აკრძალვა ან დაშვება მერიის პრეროგატივა არასდროს ყოფილა და ეს ოპონენტებმა კარგად იციან.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზაზა სარალიძემ წერილით მიმართა დედაქალაქის მერიას, რომ აქვს სურვილი, 31 დეკემბრამდე გააგრძელოს აქციები. მე თან მაქვს ეს წერილი და გადავწყვიტე მისი გასაჯაროება. ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ განცხადებისთვის სამი დღის ვადაში გაგვეცა პასუხი. შესაბამისად, მერიამ კანონით დადგენილი წესით აცნობა ზაზა სარალიძეს, რომ დეკემბრის თვეში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია საახალწლო ღონისძიებები.

ხაზს ვუსვამთ, რომ საუბარი იყო დეკემბრის თვეზე. აქ, წერილში პირდაპირ არის მოცემული, რომ პარლამენტის შენობის წინ 15 დეკემბერს იმართება თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია. საუბარია 15 დეკემბერზე. სხვა ღონისძიებები დაგეგმილია დეკემბრის ბოლო დღეებში. რადგან საუბარი იყო 15 დეკემბერზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მხოლოდ ამის გამო ვერ ექნებოდა მერიის წერილს გუშინდელ მოვლენებთან კავშირი.

თანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მერიის პრეროგატივა არ არის ვინმესთვის აქციის ჩატარების უფლების მინიჭება თუ აკრძალვა, მერიას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია ამ საკითხზე, რომელსაც ორგანიზატორი გაითვალისწინებს თავისი სურვილიდან გამომდინარე.

სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო ბატალიების ფონზე ხდება ყველა თემის არასწორად ინტერპრეტაცია,პოლიტიკური პროცესების ქაოსად ინტერპრეტაცია და მითუმეტეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ამ მიზნებისთვის გამოყენება.

ჩვენდა სამარცხვინოდ, ამ ქვეყნის პოლიტიკისთვის უკვე სამწუხარო ტრადიციად იქცა მსგავსი ამორალური ქმედებები.

კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვხატავ ხორავას ქუჩაზე ტრაგიკული მოვლენების გამო, სრულად ვიზიარებ ოჯახის ტკივილს და ვიდრე მე თბილისის მერი ვარ, პოლიტიკურ პარტიებს არ მივცემ უფლებას, გამოიყენონ ეს ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა