პოლიტიკური პარტიები - „თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დღეს ერთობლივ აქციას გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ განუცხადა, აქცია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ დისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგაა მიმართული, რომლის საფუძველზეც ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების წევრებს დევნის.
მისი თქმით, აღნიშნული კანონის საფუძველზე ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას და დაჭერას საკმაოდ ხშირად მიმართავს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მას „პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა და არჩევნებზე მარტო გასვლა სურს“.
როგორც შალაბერიძემ აღნიშნა, „თავისუფალმა საქართველომ“ ყველა ოპოზიციურ პარტიას უკვე მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დაგეგმილ აქციას შეუერთდეს.

















