logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 30000 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვის დაწყების საკითხს მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 30000 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვის დაწყების საკითხს მხარი დაუჭირა
13:37 09.11.2018
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების გადამოწმების შედეგების შესახებ იმსჯელა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტის აპარატის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობა ორი კვირის განმავლობაში მოწმდებოდა, რის შედეგადაც 35 000 ხელმოწერიდან 30 130 ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურდა. შესაბამისად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ინიციატივას მიეცეს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურებით გათვალისწინებული მსვლელობა.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ საკითხს.

კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების - გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“.

წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო გერბის, დროშისა და ჰიმნის გამოყენების წესები, რაც ცალკე საკანონმდებლო აქტით, კერძოდ, „სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირდება.

სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების, გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების მინიჭების წესი შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით განსაზღვრულ რეგულაციასთან, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებს ანიჭებს კანონით დადგენილი წესით.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით წარმოდგენილ კანონპროექტებში მეორე მოსმენის შემდეგ რედაქციული ცვლილება არ განხორციელებულა, დოკუმენტები წარმოდგენილია იმავე რედაქციით, როგორც იყო მეორე მოსმენისას.

კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა