logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: კომიტეტის სხდომაზე თბილისისა და რეგიონებისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ გადაწყვეტილებები მივიღეთ
ზაზა გაბუნია: კომიტეტის სხდომაზე თბილისისა და რეგიონებისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ გადაწყვეტილებები მივიღეთ
15:08 08.11.2018
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, სასესხო შეთანხმებებთან დაკავშირებულ ექვს სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელეს.

„რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. რიკოთზე ხევი უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები, სადაც გვირაბები და ხიდები აშენდება. თბილისში "ვეფხვისა და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რაც ქალაქში მოძრაობის განტვირთვისთვის მნიშვნელოვანია. მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები და 300 კილომეტრამდე საგზაო სამუშაოები რეგიონებში", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკითხები სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა და კომიტეტის წევრებს სარატიფიკაციო დოკუმენტებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო.

მომხსენებლის განცხადებით, მთავრობამ რატიფიკაციისთვის წარმოადგინა „2014 წლის 9 ივლისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი)“ პირველი ცვლილება“. მისი თქმით, 2014 წლის 9 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი იყო 75 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც ჯამში უნდა მიმართულიყო საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციისთვის - ჯამში ეს არის 200 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოიქმნა ეკონომია, დაახლოებით 17 მლნ დოლარი, რაც დამატებითი გზების რეაბილიტაციის შესაძლებლობას იძლევა, საუბარია დაახლოებით დამატებით 69 კმ გზის რეაბილიტაციაზე და სწორედ ამ მიზნით შედის ცვლილება თავდაპირველ ხელშეკრულებაში და ამასთანავე ხდება ვადის გაგრძელება. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადა, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 30 სექტემბერამდე, გადადებულია 2020 წლის 30 ივნისამდე. ეკონომიის ჩათვლით, რეაბილიტაცია ჯამში 269 კმ-ს ჩაუტარდება.

მომხსენებლის განცხადებით, შემდეგი ოთხი სარატიფიკაციო დოკუმენტი ერთი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებშია მოქცეული - ეს არის 2010 წლის 21 ივნისს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულება 300 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უნდა მიმართულიყო საქართველოს რეგიონებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ პროექტის ფარგლებში გაფორმდა 5 სასესხო ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებდა მეტროს სადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობას, თბილისი-რუსთავის გზის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობას, მესტიის გზის რეაბილიტაციას, ბათუმში ნაპირდაცვითი სამუშაოებს, თბილისის მეტროში უსაფრთხოების კუთხით ელექტროგაყვანილობის სრულ რეაბილიტაციას. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც, ეკონომიის საფუძველზე ხდება ხელშეკრულებების ვადების გადაწევა 2020 წლის 18 ივლისამდე, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები არსებული ეკონომიის - ჯამში 35 მლნ დოლარის შემდგომი გამოყენების თაობაზე.

რაც შეეხება მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი)“, იგი ხევი-უბისას მონაკვეთის დაფინანსებას ეხება. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, იმის გამო, რომ სესხის თავდაპირველი მოცულობა შემცირდა, შესაბამისად მცირდება აღნიშნული სესხის თანადაფინანსებისთვის საქართველოს მთავრობის მხრიდან გამოყოფილი თანხაც, რომელიც დაახლოებით 129,5 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

სესხის ფინანსური პირობებია: სესხის მოცულობა: 255,297,000 ევრო, სესხის ხანგრძლივობა: 26 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 11 წელი), წლიური საპროცენტო განაკვეთი: ცვლადი EURIBOR + 0,7%, 2018წ 4 ივლისის მდგომარეობით EURIBOR-ი შეადგენდა - 2.6996-ს.

სხდომის დასასრულს გაიმართა კენჭისყრა, კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა