logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა და ალან დანკანმა საქართველო-ბრიტანეთის "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მე-5 პლენარული სხდომა გახსნეს
დავით ზალკალიანმა და ალან დანკანმა საქართველო-ბრიტანეთის "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მე-5 პლენარული სხდომა გახსნეს
14:52 08.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დანკანს შეხვდა, რომელიც საქართველოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 პლენარული სხდომის ფარგლებში ეწვია.

დავით ზალკალიანმა ბრიტანეთის ხელისუფლებას და პირადად, სერ ალან დანკანს, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) ჩართულობის მნიშვნელობა აღინიშნა.

ალან დანკანმა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დინამიკა აღნიშნა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გაგრძელების მზადყოფნას ხაზი გაუსვა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ Brexit-ის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და ოპტიმიზმით უყურებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებში წარმოიქმნება.

მინისტრებმა თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რაც ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა.

სერ ალან დანკანმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს დაემთხვა და რომ დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით ეს მნიშნელოვანი პროცესია.

"უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების პირველმა ტურმა მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, რაც თქვენი ქვეყნის დამსახურება და დიდი მიღწევაა" - განაცხადა დანკანმა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე გაამახვილეს. ხაზი გაუსვეს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას, ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, პირველ რიგში, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას.

„გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უსაფრთხოებას. შემაშფოთებელი და სრულიად მიუღებელია ბოლო დღეებში განახლებული ქმედებები იმ გამყოფი ხაზის გასწვრივ, რომელიც აღნიშნავს რუსეთის არალეგალურ ყოფნას. ეს ქმედებები უნდა შეწყდეს. მოვუწოდებ რუსეთს, მოახდინოს მავთულხლართების დემონტაჟი“ - განაცხადა სერ ალან დანკანმა.

შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრებმა საქართველო-ბრიტანეთის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 პლენარული სხდომა გახსნეს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრები დიალოგის შემადგენელ 4 სეგმენტზე: პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და ორმხრივ სექტორულ თანამშრომლობას თითქმის სრულად მოიცავს.

პლენარული სხდომის გახსნის შემდგომ, დავით ზალკალიანმა და ალან დანკანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს შორის კიბერ-უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბრიტანეთის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, UNESCO-ს მონაწილეობით, მარჯორი სკოტ უორდროპის დაბადებიდან 150 წელი აღინიშნება. საქართველოს ინიციატივა, რომელსაც მხარი გაერთიანებულმა სამეფომ დაუჭირა, ხაზს უსვამს ქალთა როლის მნიშვნელობას მშვიდობის კულტურასა და კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა