მიხეილ სააკაშვილმა ჯონდი ბაღათურიას პარლამენტში მიმდინარე დებატებზე ტალახის აბაზანა შესთავაზა.
"ნახევარი წუთით გასული როცა ვიყავი დარბაზიდან, მამაჩემს გადავურეკე და ტალახის მოყვარულთათვის აბაზანა უკვე მომზადებულია. ვისაც სურვილი აქვს ყვითელი ავტობუსებით გადავიყვანთ," – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მანამდე ბაღათურიამ პრეზიდენტის ოჯახის წევრების ბიზნესზე და მონოპოლიებზე ისაუბრა. ამ დროს პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზი დატოვა და იქვე დეპუტატის ოთახში გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა და აღნიშნა, რომ "რამდენი ტყუილიც არ უნდა თქვან, ამას მაინც არავინ დაიჯერებს".
"ჩვენი შემცვლელები არა ჯონდები, არამედ, საქართველოს მომავალი იქნება, რომელიც ახლა მოდის,"– აღნიშნა სააკაშვილმა.

















