logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
12:05 08.11.2018
„ამ თანამდებობაზე საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია საქართველოსთვის, ფინანსთა მინისტრისთვის მიმელოცა ის ბრწყინვალე შედეგი, რასაც საქართველომ მსოფლიო ბანკის ჯგუფის კვლევის „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში მიაღწია“, - განაცხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორჯინა ბეიქერმა საქართველოს ფინანსთა მინისტრ, ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და IFC-ის შორის თანამშრომლობის პერსპექტივას. მხარეებმა განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხები, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობები.

„საქართველოში ჩემი, როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში IFC-ის ვიცე-პრეზიდენტის, პირველი ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი გახლდათ საქართველოსთვის, ფინანსთა მინისტრისთვის მიმელოცა საქართველოს ბრწყინვალე შედეგი მსოფლიო ბანკის ჯგუფის კვლევის „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში, სადაც თქვენმა ქვეყანამ მე-6 ადგილი დაიკავა. ეს ნამდვილად არის დასტური იმისა, რაც ყველასთვის კარგად ცნობილია - რომ საქართველო არის წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა, სადაც მარტივია ბიზნესის კეთება, მათ შორის, მცირე ბიზნესისთვის, რაც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისკენ. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ვისაუბრეთ, არის კაპიტალის ბაზრის განვითარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საფინანსო სისტემის მდგრადობისთვის. როგორც იცით, IFC-ის შეუძლია განიხილოს ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება. ასევე, ვისაუბრეთ ბლოქჩეინ ტექნოლოგიებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს გახდეს ინოვაციების ცენტრი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ბლოქჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს მიზანია, დაგეგმილი რეფორმების შედეგად გადავიდეს „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგის ხუთეულში. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წლებშიც IFC-სთან გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა.

შეხვედრას IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში, იან ვან ბილსენი დაესწრო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა