logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სიმონ ნოზაძე უზბეკეთის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა
სიმონ ნოზაძე უზბეკეთის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა
17:47 07.11.2018
საქართველოს პარლამენტის უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე და მეგობრობის ჯგუფის წევრები უზბეკეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს საქართველოში შერზოდ ფაიზიევს შეხვდნენ.



შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ორ ქვეყანას შორის როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო დონეზე ურთიერთობის გააქტიურებას და ამ მიმართულებით სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს დაეთმო.



„უზბეკები დაინტერესებული არიან ჩვენი ქვეყნის გამოცდილებით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, როგორიცაა ტურიზმი, ღვინის წარმოება, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობები და სხვა. გამოითქვა სურვილი ერთობლივი საწარმოების შექმნის თაობაზეც, რაც უზბეკური პროდუქციის საქართველოში გადამუშავების შესაძლებლობებს გააჩენს, რომლებიც შემდგომ მსოფლიო ბაზარზე გავა“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სიმონ ნოზაძემ.



როგორც უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისათვის“ თავმჯდომარემ კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, მათი ჯგუფი ტაშკენტსა და თბილისს შორის ავიაკავშირის დამყარების ინიციატივით გამოვიდა, რაც ბიძგის მიმცემი იქნება არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებისათვის, არამედ ბიზნესის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება. „ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა საკმაოდ მცირეა - 80 მლნ აშშ დოლარი და ეს არის მესამედი იმ პოტენციალის, რაც ამ ქვეყნებს გააჩნიათ. ავიაკავშირის განვითარება ბიძგს მისცემს რომ ეს პოტენციალი იყოს ათვისებული“, -განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. მისი თქმით, ამ საკითხით დაინტერესება უზბეკეთის მხარემაც გამოხატა.



შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებითაც განვითარდება და კიდევ უფრო გააქტიურდება.



სიმონ ნოზაძემ საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობის სახელით უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია საქართველოში მოიწვია.


საქართველოს პარლამენტის უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, საპარლამენტო კავშირების განმტკიცება კიდევ უფრო აქტიურს გახდის ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა