“როდესაც 7 ნოემბერს ეს ადამიანები გამოდიან ასეთი ულტიმატუმებით, ეს არ არის, ნამდვილად, სწორი საქციელი”,- ასე
გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ ითხოვს, მმართველმა გუნდმა 10 დღის ვადაში შეასრულოს ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები.

















