logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს იაპონელი სომელიეები და ჟურნალისტები სტუმრობენ
საქართველოს იაპონელი სომელიეები და ჟურნალისტები სტუმრობენ
10:20 07.11.2018
საქართველოს იაპონელი ღვინის მაგისტრი, კენიჩი ოჰაში ეწვია, რომელსაც თან იმპორტიორების, სომელიეებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ახლავს. სტუმრებს შორისაა იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ჰიროში იშიდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში, სტუმრები 20-ზე მეტ ღვინის საწარმოსა და საოჯახო მარანს იმერეთში, ქართლსა და კახეთში მოინახულებენ. პროგრამა ასევე მოიცავდა დეგუსტაციას, ე.წ. Speed Tasting-ს, რომელიც თბილისში გაიმართა და რომლის ფარგლებშიც 30-მდე ქართულ ღვინის კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია იაპონელი სტუმრებისთვის წარედგინა.

კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge“-ს ხელმძღვანელობს.

კენიჩი ოჰაშის განცხადებით, საქართველოში ვიზიტი მიზნად ისახავს ქართული ღვინის ახალი იმპორტიორების მოძიებას და ქართული ღვინის იმპორტის გაზრდას იაპონიაში.

“უკვე მეორე წელია, რაც ჟურნალისტები ჩვენს ბაზარს ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. იაპონიას მსოფლიოში ყველაზე მეტი სომელიე ჰყავს. ამჟამად ჩვენთან ერთად არის იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პირველი სომელიე იაპონიის და მსოფლიოს მასშტაბით მესამე. იაპონიაში დაბრუნების შემდეგ, ის დაწერს ქართული ღვინის შესახებ. ასევე აქ არის ორი გავლენიანი ჟურნალისტი. ამ ტურის შემდეგ, ისინი დაწერენ თავიანთი გამოცდილების შესახებ საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება გავლენას მოახდენს იაპონიის ბაზრის მომხმარებელზე” - აღნიშნა კენიჩი ოჰაშმა.

სტუმრები საქართველოს 12 ნოემბერს დატოვებენ. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 200 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა