logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტი საგარეო უწყებაში მემორანდუმს გააფორმებს
ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტი საგარეო უწყებაში მემორანდუმს გააფორმებს
09:57 07.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი დღეს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსების გაზიარების, აქტუალურ საკითხებზე საჯარო ღონისძიებების გამართვისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის გზით.

აღნიშნული ღონისძიების 7 ნოემბერს გამართვით, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს ცნობილ ქართველ დიპლომატს, ლევან მიქელაძეს და მის გამორჩეულ მოღვაწეობას ქართული სახელმწიფოს სამსახურში. ლევან მიქელაძემ 2007წლის ნოემბრის მოვლენების დროს საჯაროდ დაგმო ძალადობა და პროტესტის ნიშნად დატოვა შვეიცარიის კონფედერაციაში ელჩისა და ქ.ჟენევაში განლაგებულ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრი და სამინისტროს ხელმძღვანელობა, კვლევითი ინსტიტუტისა და ფონდის წარმომადგენლები, გამოჩენილი ქართველი დიპლომატის ოჯახის წევრები.

ხელმოწერის ცერემონიის პარალელურად, გაიმართება ლევან მიქელაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოკლე ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია. სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი დაფუძნდა 2012 წელს, 2014 წლის 24 აპრილს მას მიენიჭა გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, ლევან მიქელაძის სახელი.

2018 წლის მარტში კი კვლევითი კომპონენტის დამატების საფუძველზე, ცენტრი გარდაიქმნა სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტად.

ინსტიტუტის მიზანია დიპლომატიური სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საჯარო მოხელეების პროფესიული განათლებით უზრუნველყოფითა და ანალიტიკურ-ინფორმაციული ცოდნის გაზიარების გზით საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი დაფუძნდა 2010 წელს. იგი წარმოადგენს საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა