კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მიიღო.
როგორც დღეს გამართულ პერსკონფერენციაზე ფანჯიკიძემ აღნიშნა, სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ გიორგი გოგინაშვილმა მთავარი პროკურატურის პროკურორის ელიზბარ გოზალიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც საქართველოში კალაძის ანგარიშები დააყადაღეს.
„ცალსახაა, რომ საქმე გვაქვს კალაძის პოლიტიკურ დევნასთან“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ამასთან, ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით, კალაძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ედება ბრალი, თუმცა, ადვოკატი განმარტავს, რომ კალაძე საქმეში როგორც ბრალდებული არ ფიგურირებს, შესაბამისად, კანონით მისი დაკავება არ უნდა მოხდეს.

















