logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა
ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა
11:38 06.11.2018
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ.


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის, საპროკურორო საბჭოსა და „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრეს.

ცვლილებების შესახებ რეკომენდაციას ვენეციის კომისია დეკემბერში შეიმუშავებს.



„ვენეციის კომისია, როგორც ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორი, მნიშვნელოვან მხარდაჭერას გვიწევს სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების დროს. ამჯერად, ისინი დაინტერესებულები არიან საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ კანონმდებლობით. საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდათ პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც ვისაუბრეთ საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების საკითხზე და ასევე, სასამართლო რეფორმის კუთხით ქვეყანაში არსებულ გეგმებზე. წლის ბოლოს ველოდებით მათ მოსაზრებას. დარწმუნებული ვარ, რომ სასარგებლო და საინტერესო რეკომენდაციები იქნება და ჩვენ, როგორც ყოველთვის, გულისყურით და ინტერესით მოვუსმენთ მათ რეკომენდაციებს და გავითვალისწინებთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.



„ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით, რათა განვიხილოთ დებულებები საპროკურორო საბჭოს შესახებ და "პროკურატურის შესახებ" ახალი კანონის პროექტი, ასევე დებულებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ, რომელსაც მოიცავს კანონი საერთო სასამართლოების შესახებ. ამ დებულებების შესახებ რეკომენდაციას დეკემბერში შევიმუშავებთ“, - განაცხადა დელეგაციის წევრმა, ტანია გერვიენმა.



ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა