logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გივი მიქანაძე პოლონელ კოლეგას შეხვდა
გივი მიქანაძე პოლონელ კოლეგას შეხვდა
10:51 06.11.2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმიდან კოლეგას, აგნიეშკა კაზმარსკას შეხვდა.


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რომელიც ივლისში ხელმოწერილი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში უკვე აქტიურ ფაზაშიგადავიდა.


გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა კვლევითი ცენტრის რეფორმირებაზე, რომელიც პარლამენტში უახლოეს პერიოდში იგეგმება. მან კოლეგას გარკვეული ტრენინგებისა და სემინარების ფარგლებში,გამოცდილების გაზიარების თხოვნით მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო. ასევე, გადაწყდა, რომ სამთვიან სტაჟირებაზე ერთი თანამშრომელი პოლონეთის სეიმის კვლევით სამსახურში იქნება მივლინებული.


გივი მიქანაძის ინიციატივით, ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, პოლონეთის სეიმის აპარატის თანამშრომლები საქართველოს პარლამენტს ხუთდღიანი ვიზიტით ეწვევიან. „ვიზიტის ფარგლებში ისინი გაეცნობიან იმ რეფორმებს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს განსაკუთრებით, ახალი კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიღებისა და ძალაში შესვლის ფონზე.პარლამენტში რეფორმები მიმდინარეობს იმისთვის, რომ აპარატი გაძლიერდეს და ამით ხელი შეეწყოს პარლამენტის ახალი ფუნქციების სრულფასოვან განხორციელებას, უფრო მეტი ინფორმაცია იყოსხელმისაწვდომი როგორც საქმიანი კუთხით ასევე, საქართველოს გაცნობის კუთხით“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.


გივი მიქანაძემ შეხვედრაზე კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტების აპარატის უფროსთა ქსელის შესახებ, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით შეიქმნა. „იმდენად დიდი იყო პოლონელი კოლეგის დაინტერესება, რომ ჩემი მხრიდან გაკეთდა შეთავაზება - პოლონეთმა უფრო აქტიური თანამშრომლობა განახორციელოს აღმოსავლეთ პარტნიორობასთან, მითუფრო რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი სწორედ პოლონეთი იყო ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.


მან აგნიეშკა კაზმარსკას შესთავაზა პოლონეთის სეიმში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეებთან და საპარლამენტო დელეგაციებთან ორდღიანი შეხვედრისას, ასევეგაიმართოს პოლონეთის სეიმის აპარატის ხელმძღვანელობის შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის ხელმძღვანელებთან.


„ინიციატივა მისასალმებელია, აუცილებლად განვიხილავ საკითხს პარლამენტის თავმჯდომარესთან. დიდი ალბათობით მოლოდინი იქნება იმისა, რომ ასეთი ღონისძიება პოლონეთში გაიმართოს“, - განაცხადა აგნიეშკა კაზმარსკამ.

მისი თქმით, შეხვედრისას გაჟღერებული არაერთი ინციატივა სეიმის მხრიდან ასევე, მხარდაჭერილი იქნება.


„შევთანხმდით, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ და გავაღრმავოთ. ივლისში გაფორმებული შეთანხმების შემდგომ გადადგმული ნაბიჯები და დღევანდელი ვიზიტიცსაქართველოში, ხაზს უსვამს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომპარლამენტების აპარატებიც ვაღრმავებთ და ვავითარებთ ურთიერთობას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მან კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პოლონეთის სეიმში ვიზიტისას იქნა გამოხატული.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა