logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: პოლონეთმა საუკეთესო მაგალითი მოგვცა, თუ როგორ შეიძლება განავითარო სახელმწიფო სწრაფად
ირაკლი კობახიძე: პოლონეთმა საუკეთესო მაგალითი მოგვცა, თუ როგორ შეიძლება განავითარო სახელმწიფო სწრაფად
10:04 06.11.2018
„პოლონური ინსტიტუტის დაფუძნება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, განსაკუთრებით, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება, კულტურა, მეცნიერება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონური ინსტიტუტის გახსნის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორ ქვეყანას არა მხოლოდ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები, არამედ ხალხთა შორის განსაკუთრებული დამოკიდებულება აკავშირებს.


„მოხარული ვარ, რომ დღეს უკვე მესამე ღონისძიებას აღვნიშნავთ, რომელიც ცხადყოფს, თუ რამდენად დინამიურად ვითარდება ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთს შორის.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში პოლონური ინსტიტუტის დაფუძნებას, დაარსებას და მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. რა თქმა უნდა, პოლონური ინსტიტუტის დაფუძნება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. განსაკუთრებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება, კულტურა, მეცნიერება.

ჩვენ გვაკავშირებს არა მარტო მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები, არამედ, ჩვენ ასევე გვაკავშირებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩვენს ხალხებს შორის, პოლონელ და ქართველ ხალხებს შორის. ეს განსაკუთრებული ურთიერთობა, დამოკიდებულება გვაკისრებს ჩვენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ თანამშრომლობა და მეგობრობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის და ჩვენს ხალხებს შორის“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძის თქმით, პოლონეთი საქართველოსთვის საუკეთესო მისაბაძი მაგალითია.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთი არის ჩვენთვის საუკეთესო მისაბაძი მაგალითი. პოლონეთმა მოგვცა ჩვენ საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება განავითარო სახელმწიფო სწრაფად და როგორ შეიძლება განავითარო ღირებულებები შენს სახელმწიფოში.

90-იანი წლების გარდატეხის და მასთან დაკავშირებული სირთულეების გამოვლის შემდეგ პოლონეთი განვითარდა და დღეს პოლონეთი არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. პოლონეთი გამოირჩევა კეთილდღეობის მაღალი დონით. პოლონეთი არის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა. ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვაქვს მიზნად დასახული“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, საქართველოს პოლონური კულტურის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.


„ჩვენ ვაფასებთ მეგობრობას ჩვენი პოლონელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ გვაქვს ასევე განსაკუთრებული დამოკიდებულება პოლონური კულტურის მიმართ. საქართველოში განსაკუთრებულად აფასებენ პოლონურ მწერლობას, პოლონურ მუსიკას, რომელიც ბევრი ქართველი ხელოვანისთვის არის შთაგონების წყარო. მოხარული ვართ, რომ პოლონეთის უმდიდრეს კულტურულ მემკვიდრეობას ეყოლება საქართველოშიც საუკეთესო დამცველი პოლონური ინსტიტუტის სახით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმს, საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს მადლობა გადაუხადა და პოლონურ ინსტიტუტს წარმატებული საქმიანობა უსურვა.



პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილი მიღება პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა