logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: თავისუფლება ქართველი და პოლონელი ხალხის უმთავრესი მონაპოვარია, რომელსაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ
ირაკლი კობახიძე: თავისუფლება ქართველი და პოლონელი ხალხის უმთავრესი მონაპოვარია, რომელსაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ
09:50 06.11.2018
„ჰრინევსკის ცხოვრება, შემოქმედება და მისი ტრაგიკული აღსასრული ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართველმა და პოლონელმა ხალხებმა, ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ჩვენმა ხალხებმა აღარასოდეს გამოსცადონ ის, რაც ჩვენ ამ ორი საუკუნის განმავლობაში გამოვცადეთ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პოლონელი მხატვრის, ჰენრიხ ჰრინევსკის სახელობის ხელოვნებისა და პოლონური ლიტერატურის დარბაზის გახსნაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ პოლონურ მხარეს ფრესკების აღდგენაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ჰენრიხ ჰრინევსკის სახელი უკვდავყოფას იმსახურებს.

“ამ დარბაზის გახსნა საქართველოში დაბადებული პოლონელის სახელის უკვდავყოფას ემსახურება. ჰრინევსკიმ ძალიან დიდი ამაგი დასდო ჩვენს ქვეყანას და მისი სახელი ნამდვილად იმსახურებს უკვდავყოფას. ეს საამაყო შვილი პოლონელი ხალხის თავის თავში მოიცავს ბევრ საუკეთესო თვისებას, რომელიც არის დამახასიათებელი ასევე ჩვენი მეგობრობისთვის და ჩვენი ურთიერთობებისთვის. მისი ცხოვრება არის, ასევე, ილუსტრაცია იმ დრამატული ბედისა, რომელიც გაიზიარეს ჩვენმა ხალხებმა ამ ორი საუკუნის განმავლობაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძის თქმით, ჰენრიხ ჰრინევსკის შემოქმედებამ, რომელიც პოლონური, ქართული და დასავლეთევროპული კულტურის ერთგვარი ნაზავია, საქართველოში დასავლური კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი. მისივე განცხადებით, სიმბოლურია, რომ დარბაზის გახსნა ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიურ ფაზას დაემთხვა.


“ჰენრიხ ჰრინევსკის შემოქმედება არის პოლონური, ქართული და დასავლეთ-ევროპული კულტურის ერთგვარი ნაზავი. ჰენრიხ ჰრინევსკის შემოქმედებამ ხელი შეუწყო საქართველოში დასავლური კულტურის განვითარებას. ჰრინევსკიმ და მისმა შემოქმედებამ ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, ქართველებსა და პოლონელებს შორის მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. სიმბოლურია, რომ ამ დარბაზის გახსნა და ჰრინევსკის სახელის უკვდავყოფა დაემთხვა ძალიან ინტენსიურ ფაზას ჩვენი ურთიერთობებისა პოლონეთსა და საქართველოს შორის. ჩვენი ურთიერთობები ყოველდღიურად ღრმავდება. ვგულისხმობ ურთიერთობებს ხალხებს შორის, სახელმწიფოებს შორის და დღევანდელი დღეც ამის კიდევ ერთი დასტურია.


ჰრინევსკის ცხოვრება, შემოქმედება და მისი ტრაგიკული აღსასრული ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართველმა და პოლონელმა ხალხებმა, ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ჩვენმა ხალხებმა აღარასოდეს გამოსცადონ ის, რაც ჩვენ ამ ორი საუკუნის განმავლობაში გამოვცადეთ. თავისუფლება ჩვენი ხალხების უმთავრესი მონაპოვარია და ამ მონაპოვარს ჩვენ განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა მარეკ კუხჩინსკიმ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შიმონ შინკოვსკი ვილ სეკმა, პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა და უცხოეთში პოლონური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ინსტიტუტის, „პოლონიკას“ დირექტორმა, დოროტა იანიშევსკა-აიკუბიაკმა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა