logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საკადრო პოლიტიკის მიმართულებით ბევრი რამ დასახვეწია
ირაკლი კობახიძე: საკადრო პოლიტიკის მიმართულებით ბევრი რამ დასახვეწია
19:11 05.11.2018
„იყო მთელი რიგი ხარვეზები ამ წლების მანძილზე ხელისუფლების საქმიანობაში, ამის გარეშე არ არსებობს არც ერთი ხელისუფლების საქმიანობა, თუმცა, ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმუშაოთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, თუ რა არის ჩვენი საზოგადოების მთავარი საწუხარი და პრიორიტეტი - ეს იყო გაჟღერებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ გზავნილში”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად მოქმედებაა.

“ნებისმიერ არჩევნებში საზოგადოება გვიზიარებს თავის გზავნილს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურად ვიღებთ ამ გზავნილს. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად მოქმედება. იყო მთელი რიგი ხარვეზები ამ წლების მანძილზე ხელისუფლების საქმიანობაში, ამის გარეშე არ არსებობს არც ერთი ხელისუფლების საქმიანობა, თუმცა, ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმუშაოთ მაქსიმალურად იმისათვის, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, თუ რა არის ჩვენი საზოგადოების მთავარი საწუხარი და პრიორიტეტი. ეს იყო გაჟღერებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ გზავნილში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი საკადრო პოლიტიკას ეხებოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით, ბევრი რამ არის დასახვეწი.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით. დაწყებული ცენტრალური ხელისუფლებით, დამთავრებული ადგილობრივი თვითმმართველობით. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ საკადრო პოლიტიკას და სწორედ ამას ეხებოდა, რა თქმა უნდა, დღევანდელი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. რა თქმა უნდა, სწორი პოლიტიკა ვერ განხორცილდება სწორი კადრების გარეშე და აქედან გამომდინარე, ყოველდღიური მუშაობის საგანი უნდა იყოს საკადრო პოლიტიკის დახვეწა ხელისუფლებაში”,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ მთავარია, საკადრო პოლიტიკა ობიექტურ კრიტერიუმებზე იყოს აგებული.

„ჩვენთვის მთავარია, რომ საკადრო პოლიტიკა აგებული იყოს ობიექტურ კრიტერიუმებზე და რა თქმა უნდა, მთავარი და წამყვანი არის კვალიფიკაცია, გამოცდილება და ის წვლილი, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს აქვს შეტანილი კონკრეტულ წარმატებაში. ეს არის მთავარი კრიტერიუმები და ამის საფუძველზე განხორციელდება, რა თქმა უნდა, საკადრო პოლიტიკა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავარი საკადრო განახლებაა და საუბარია იმაზეც, რომ პოლიტიკაში ახალი სახეებიც უნდა გამოჩნდნენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის საარჩევნო სიის მუდმივი განახლება პრიორიტეტია.

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დრამატულად არ უნდა შევხედოთ, ჩვენთვის მთავარი არის საკადრო განახლება. აქ საუბარია იმაზეც, რომ ახალი სახეებიც უნდა გაჩნდეს პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, როდესაც, 2020 წლისთვის საპარლამენტო სია შედგება იქ ძალიან ბევრი ახალი სახე უნდა იყოს წარმოდგენილი და ეს ყველაფერი ობიექტურ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რაც არის კვალიფიკაცია, გამოცდილება, წვლილი პოლიტიკურ წარმატებაში. ამის საფუძველზე უნდა გადახალისდეს მათ შორის საარჩევნო სია. საარჩევნო სიის მუდმივი განახლება არის ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის პრიორიტეტი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებსაც გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ცდილობს, მოვლენები დრამატულად წარმოაჩინოს, თუმცა, რეალურად, აქ დრამატული არაფერია.

„ჩვენ გავიმარჯვეთ პირველ ტურში, არჩევნებში და ასევე, დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ მეორე ტურში, რის შემდეგაც გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების პროცესი, სტაბილურობა არის ის, რის შერყევის საშუალებასაც ჩვენ არავის არ მივცემთ, მითუმეტეს ამის საშუალებას არ მივცემთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ყოველთვის მტრობდა საქართველოში სტაბილურობას და უსაფრთხოებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა