logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძემ და პოლონეთის სეიმის მარშალმა საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის წესდებას ხელი მოაწერეს
ირაკლი კობახიძემ და პოლონეთის სეიმის მარშალმა საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის წესდებას ხელი მოაწერეს
18:48 05.11.2018
„ვქმნით ერთობლივ საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის, პარლამენტებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის წესდების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალთან გამართული შეხვედრისა და საპარლამენტო ასამბლეის წესდების ხელმოწერის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და მარეკ კუხჩინსკიმ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სეიმის მარშალის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის მხრიდან, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.


„ეს ვიზიტი პოლონეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის, ნატოსა და ევროკავშირში წევრობის საქმეში გვერდში დგომის კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი და დემონსტრირებაა. მოგეხსენებათ, ამ მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება იყო 2018 წლის 23 ოქტომბერს სეიმის რეზოლუცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, რისთვისაც დიდი მადლობა გადავუხადეთ ჩემს პოლონელ კოლეგას.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან. სტუმრებს გავაცანით ის რეფორმები რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში და რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებას, ასევე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენი საგარეო პრიორიტეტების განხორციელებას.“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში პოლონური კულტურის პოპულარიზაციას და საერთაშორისო თანამშრომლობას დამატებით ბიძგს მისცემს პოლონური ინსტიტუტი, რომელიც სეიმის მარშალის ვიზიტის ფარგლებში გაიხსნება. ირაკლი კობახიძემ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ისტორიკოსთა ერთობლივი კომისიის საქმიანობის მნიშვნელობა.


„პოლონეთის სეიმის მარშალის ვიზიტის ფარგლებში ვხსნით „პოლონურ ინსტიტუტს“, რომელიც დამატებით ბიძგს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას, საქართველოში პოლონეთის კულტურის პოპულარიზაციას და ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კულტურა, განათლება და მეცნიერება.


ასევე, მინდა მივესალმო ისტორიკოსთა ერთობლივი კომისიის შექმნას, რომლის საქმიანობის სფერო დაკავშირებულია ქართულ-პოლონური ურთიერთობების ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდების შესწავლასთან“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობების განვითარებას.

„ჩვენს პარლამენტებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა განმტკიცდა პოლონეთში ჩემი ვიზიტისას „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა ჩემს მიერ და ასევე, პოლონეთის პარლამენტის ორივე პალატის მარშალის მიერ. ასევე, ჩვენ ვქმნით ერთობლივ საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის, პარლამენტებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.


კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პოლონეთის სეიმის მარშალს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მინდა, მადლობა გადავუხადო მას საქართველოს მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა