logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რაკლი კობახიძე პოლონეთის სეიმის მარშალს შეხვდა
რაკლი კობახიძე პოლონეთის სეიმის მარშალს შეხვდა
18:40 05.11.2018
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი, მარეკ კუხჩინსკი მიიღო, რომელიც, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.



პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების, ასევე, გასულ წელს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების მნიშვნელობა. ირაკლი კობახიძემ და მარეკ კუხჩინსკიმ ყურადღება, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს.



შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა მიმოიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარემ სეიმის მარშალს მადლობა გადაუხადა პოლონეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის.



მარეკ კუხჩინსკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად გადასცა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის 2018 წლის 23 ოქტომბრის რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 10 წლისთავს ეხება და რომელშიც საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერაა დადასტურებული.



საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას.



შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, პარლამენტის წევრი გიორგი ტუღუში, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა