logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ საზოგადოებამ დაინახა, რომ ის ძალიან პასუხისმგებლიანი ლიდერია
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ საზოგადოებამ დაინახა, რომ ის ძალიან პასუხისმგებლიანი ლიდერია
17:15 05.11.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვამ საზოგადოებას დაანახა, რომ იგი პასუხისმგებლიანი ლიდერია.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ვიდეომიმართვით თქვა, რომ საქართველოს ინტერესები უპირატესია.


„მე ვფიქრობ, ეს იყო ძალიან გულწრფელი გამოსვლა ადამიანის, რომელიც უკვე ამ სამუშაო შეხვედრების შემდეგ ფლობს სრულ ინფორმაციას მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში, თუ რა ვითარებაა რეგიონებში, რა ვითარებაა თბილისში და რა მზაობა არსებობს გუნდში, რომ გავიმარჯვოთ მეორე ტურში.

ბიძინა ივანიშვილის მიმართვამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ის ძალიან დიდ პატივს სცემს და უფრთხილდება თითოეულ ადამიანს, რომელსაც მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი 2012 წლის გამარჯვებაში, მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი „ქართული ოცნების“ შექმნასა და მის განვითარებაში. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და შესაძლებლობა, რომელიც კიდევ ერთხელ იქნება გამოყენებული იმისათვის რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი შესაძლებლობები, თავისი ძალა და ღირებულებები გააერთიანოს და გამოიყენოს ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის.

მე ვფიქრობ მან ნათლად ისაუბრა მის მთავარ მიზანზე, მან თქვა, რომ საქართველოს ინტერესები არის უპირატესი და სწორედ აქცენტები გააკეთა ერთ წელიწადზე. ერთ წელიწადში უნდა იყოს გაკეთებული ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები, განსაკუთრებით სოციალური განზომილებაში და განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ჩვენ ყველა ვხედავთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების საჭიროებას. ასევე ვიტყოდი, რეგიონებში საზოგადოებას აქვს ძალიან ბევრი საჭიროებები, რომლებიც ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა.

ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ საჭიროა ახალგაზრდების მეტი ჩართულობა პოლიტიკაში. პარტიაში არის სრული მზადყოფნა იმისათვის, რომ კიდევ უფრო ღია პოლიტიკა იყოს ახალგაზრდების ჩართულობის თვალსაზრისით, ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური საკადრო პოლიტიკა და ვფიქრობ, ერთი წლის თავზე უკვე საზოგადოება დაინახავს, რომ განსხვავებებია თუნდაც ოპონენტების რიტორიკასა და რეალობას შორის, განსხვავებები იმ ნიშნულებსა და მომავალს შორის, რომელზეც დღეს მიდის მსჯელობა, იქნება ძალიან თვალსაჩინო.

მეც მინდა გამოვთქვა სრული მზადყოფნა, რომ თითოეული ჩვენთაგანი არის მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო აქტიურად იმუშაოს გუნდის შიგნით. კიდევ უფრო აქტიურად იმუშაოს ადამიანებთან, რომელთაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, რომ ჩართული იყვნენ ქვეყნის განვითარების პროცესში,” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა