პარლამენტის ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ქვეყნის
განვითარებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წინსვლა არასასურველია.
მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურზე მოსახლეობა უფრო მობილიზებული იქნება.
„მეორე ტურში ცხადია, რომ მობილიზება იქნება ყველა იმ ადამიანისა და ჯგუფისა, ვინც კარგად აცნობიერებს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წინსვლა არასასურველია. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას კარგად აცნობიერებს და თვითმობილიზების ფაქტებსაც ვნახავთ“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

















