logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება მთავარი გზავნილი იყო, როდესაც პრემიერი ახალი სამთავრობო პროგრამით წარდგა პარლამენტში
დიმიტრი ხუნდაძე: სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება მთავარი გზავნილი იყო, როდესაც პრემიერი ახალი სამთავრობო პროგრამით წარდგა პარლამენტში
16:54 03.11.2018
სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება მთავარი გზავნილი იყო, როდესაც პრემიერი ახალი სამთავრობო პროგრამით წარდგა პარლამენტში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა.
„მინდა გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების მიერ შეფასებულ და საზოგადოებისთვის ნეგატივად მიწოდებულს იმ მნიშვნელოვან პროექტს, რაც სოციალურად დაუცველთა, ბავშვიანი ოჯახების დახმარების გაზრდას ეხება და რომ თითქოს ეს არის საარჩევნოდ მოგონილი რაიმე შეთავაზება. ეს ასე არ არის, ჩვენ 2012 წლის შემდეგ გამოვაცხადეთ ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები მთავარ პრიორიტეტად. ეს არაერთი პროექტით დავამტკიცეთ, მაგალითად – ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა, „მთის კანონი“, სადაც სოციალური პაკეტი სწორედ ამ მიმართულებებს გულისხმობს.
მნიშვნელოვანია ის, რომ სოციალურად დაუცველთა ოჯახების დახმარების და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მთავარი გზავნილები იყო, როდესაც პრემიერი ახალი სამთავრობო პროგრამით წარდგა პარლამენტში. ამის დასტური არის მაგალითად ის, რომ მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამების შესახებ კანონპროექტი ჩვენ კიდევ ივნისში მივიღეთ, რაზეც მთავრობა მუშაობს. ასე რომ, ივნისში დაწყებული კანონპროექტი არავითარ სიახლოვეს არ იყო არჩევნებთან არც ამ თემატიკასთან. ეს არის ის პრიორიტეტი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. ყველაფრის ნეგატივში გადაყვანა არათუ უზნეობაა, არამედ საზოგადოებაზე საინფორმაციო ზეწოლაა. მინდა, საზოგადოებამ სწორად გაიგოს, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია ეს და არაერთხელ განგვიხორციელებია მნიშვნელოვანი პროექტები, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული, ასევე, მათი სოციალური მდგომარეობა იყოს გაუმჯობესებული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას. პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა