„ქართული ოცნება - დამოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრა
მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შტაბის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას შეეხება.
“ამ ეტაპზე ამოცანა არის, რომ შტაბების მუშაობის ეფექტურობა გაიზარდოს იმიტომ, რომ საჭიროა იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელიც არჩევნებზე არ მოსულა გარკვეული მიზეზების გამო.
შესაბამისად, შტაბების ფუნქცია არის მნიშვნელოვანწილად, რომ ამ კატეგორის ამომრჩეველთან იმუშაოს და რეგიონალურ დონეზე შტაბებმა თავისი მუშაობა უნდა გაზარდონ, უფრო ეფექტური გახადონ და ამაზე გვექნება დღეს საუბარი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

















