logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ამერიკელი კონგრესმენი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისაკენ მოუწოდებს
ამერიკელი კონგრესმენი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისაკენ მოუწოდებს
11:03 01.11.2018
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესმენმა ტედ პომ (რესპუბლიკელი-ტეხასი) აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს რობერტ ლაითჰაიზერს წერილით მიმართა.

„გწერთ, როგორც საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ძლიერი მხარდამჭერი, რათა განიხილოთ ჩვენს მოკავშირე საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი“ - აღნიშნულია წერილში.


„საქართველო აშშ-ის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების სფეროში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო ასრულებს ძირითად როლს კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენს ერებს შორის სავაჭრო ბარიერების შემცირება ხელს შეუწყობს ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას,“ - აღნიშნავს კონგრესმენი.

კონგრესმენ პოს განმარტებით, შეერთებულმა შტატებსა და საქართველოს შორის არსებული მაღალი დონის სავაჭრო დიალოგის წყალობით ორივე ქვეყნის კომპანიებს, დასაქმებულებსა და მომხმარებლებს შორის მზარდი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველი არსებობს, რაც სავაჭრო კავშირების სრული პოტენციალით განვითარების საშუალებას იძლევა.


წერილში ხაზგასმულია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა, რაც საერთო ჯამში 120 მილიონიან სამომხმარებლო ბაზარსა და 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. „2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შეთანხმება, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა შექმნა. საქართველომ ბოლო პერიოდში განახორციელა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის საგადასახადო და სარეგულაციო სფეროში, რამაც გააუმჯობესა საინვესტიციო გარემო. აშშ-ის ბიზნესს და დასაქმებულებს ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მეშვეობით უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ საქართველოს გაუმჯობესებული ბიზნეს გარემოთი. ჩვენს ერებს შორის უფრო ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციის სარგებელი შეუფასებელია, რადგან იგი აღემატება საქონლის, მომსახურებისა და ინვესტირების თავისუფლად მიმოქცევის მიმართულებით მიღებულ სარგებელს. ვაჭრობის გაზრდა სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოიტანს ორივე ქვეყნისთვის. ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის ეკონომიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მე მტკიცედ მოგიწოდებთ ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად დაიწყოთ მოლაპარაკებები,“ - ნათქვამია წერილში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში, ასევე აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების რეკომენდაციით, 28 კონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს რობერტ ლაიტჰაიზერს საქართველოსადმი ძლიერი ორპარტიული მხარდამჭერი წერილით მიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა