logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ "Pobeda Airlines"-ს შეცვლილი განრიგით ოპერირების უფლება მისცა
საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ "Pobeda Airlines"-ს შეცვლილი განრიგით ოპერირების უფლება მისცა
10:01 01.11.2018
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააკმაყოფილა ავიაკომპანია "Pobeda Airlines"-ის მიერ წარმოდგენილი ახალი განაცხადი და მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა შემდეგ საჰაერო ხაზებზე მიანიჭა: სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგი, ყაზანი-თბილისი-ყაზანი, პერმი-თბილისი-პერმი და ეკატერინბურგი-თბილისი-ეკატერინბურგი.


რეისები 2018-2019 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში შემდეგი სიხშირეებით შესრულდება:

სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით - ყოველდღიურად;

ყაზანი-თბილისი-ყაზანის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით - ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
პერმი-თბილისი-პერმის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით - ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს;

ეკატერინბურგი-თბილისი-ეკატერინბურგის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით - ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით ფრენები 3 ნოემბრიდან, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.


როგორც მგზავრებისთვის გახდა ცნობილი, შეცვლილი განრიგების დამტკიცებამდე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ არ დააკმაყოფილა "Pobeda Airlines"-ის პირველადი განაცხადი, სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-პერმი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-ეკატერინბურგი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-ყაზანი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგის საჰაერო ხაზებზე რეგულარული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განრიგები ითვალისწინებდა ე.წ. "სამკუთხედის სქემას", სადაც ფიგურირებდა ქალაქი თბილისი. საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2016 წლის 10 ივნისს გაფორმებული ტექნიკური შეხვედრის ოქმის საფუძველზე კი, ორ ქვეყანას შორის ე.წ. "სამკუთხედის სქემით" ფრენების განხორციელება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სქემაში არ ფიგურირებს ქალაქები - თბილისი და მოსკოვი.



აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ოქმით გათვალიწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, "Pobeda Airlines"-ს როსტოვი-თბილისი-როსტოვის საჰაერო ხაზზე რეგურალური ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიანიჭა. რეისები ამ მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით სრულდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა