logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის სამოქალაქო მისიების მეთაურს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის სამოქალაქო მისიების მეთაურს შეხვდა
17:48 31.10.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა ევროკავშირის სამოქალაქო მისიების მეთაურთან, ვინჩენცო კოპოლასთან.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის აქტიურ ჩართულობაზე. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებულ როლს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტების მონიტორინგისა და ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციის კუთხით. აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და მანდატის სრულად შესრულების აუცილებლობა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება, რუსეთის მიერ გადადგმული უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯები, რომლებიც ძირს უთხრის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო მოლაპარაკებების უმთავრესი ფორმატის - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეუფერხებელი მუშაობის აუცილებლობას.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სამოქალაქო მისიების მეთაურს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეფექტიანი მუშაობისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის საქმეში შეტანილი წვლილისთვის
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა