logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფუნდამენტურად უნდა განხორციელდეს
კახა კალაძე: ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფუნდამენტურად უნდა განხორციელდეს
14:03 31.10.2018
„ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რომ გზა მხოლოდ მოიფრეზოს და ახალი საფარი გადაეგოს. ეს გაკეთებული საქმე არ არის“ - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფუნდამენტურად უნდა განხორციელდეს.

„ჩვენ თუ გვინდა, რომ წლების განმავლობაში ამ კონკრეტულ ადგილებს არ შევეხოთ, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურად უნდა მოხდეს სამუშაოების შესრულება. მე მხედველობაში მაქვს მიწის ქვემოთ ჩასვლა და იმის გაკეთება, რაც იქნება გასაკეთებელი, წყალი იქნება თუ სადენები, რომელიც ჰაერში გადადის.

ყველაფერი მიწის ქვემოთ ჩავა. ყველა პროექტზე ერთნაირი მიდგომა გვაქვს და ანალოგიური დამოკიდებულება, რომ სანიაღვრეები, წყალარინების სისტემა, ყველაფერი, რაც გასაკეთებელია უნდა მოვაწესრიგოთ, რომ ისე არ დაგვემართოს, ახალი გზა გადავაგოთ და შემდეგ, რამდენიმე კვირაში გადათხრა დაზიანებების გამო მოგვიწიოს. ამას დრო სჭირდება და ამის გამო იყო ქალაქში გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ყველამ გავითავისოთ, რომ ეს ყველაფერი თბილისისთვის და მისი მოსახლეობისთვის კეთდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 20 დღის ვადაში დასრულდება ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია. ამ მიზნით, სამუშაოების პირველ ეტაპზე, 10 დღის განმავლობაში მოძრაობა გადაიკეტება ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე.

„საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. მხედველობაში მაქვს სანიაღვრე სისტემის მოწყობა, წყალარინების სისტემის მოწესრიგება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას ქმნიდა. რა თქმა უნდა, გზის საფარი იქნება მოწესრიგებული, ასევე, საპარკინგე ადგილებიც. შეუძლებელი იყო იქ ადამიანს მანქანა გაეჩერებინა. თვითონ ქუჩაც ვიწროა და ამის შესაძლებლობა არ იყო, თუმცა ჩვენ რა რესურსიც გამოვნახეთ, შევქმენით დამატებითი საპარკინგე ადგილები და არსებულ საპარკინგე სივრცესაც მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში დედაქალაქში კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა