logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: მოსახლეობას უმნიშვნელოვანესი არჩევანის გაკეთება მოუწევს და ვფიქრობ, ეს არჩევანი სწორი იქნება
თამარ ჩუგოშვილი: მოსახლეობას უმნიშვნელოვანესი არჩევანის გაკეთება მოუწევს და ვფიქრობ, ეს არჩევანი სწორი იქნება
14:01 31.10.2018
„ჩვენ წინ არჩევნების ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გველოდება, სადაც მოსახლეობას ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოუწევს და ვფიქრობ, რომ ეს არჩევანი სწორი იქნება “, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, არჩევნების მეორე ტური ისეთივე მშვიდობიან ვითარებაში წარიმართოს, როგორშიც პირველი ტური ჩატარდა.

„გამართული საარჩევნო პროცესი - ეს არის მთავარი ამოცანა. მეორე, უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ და ნათლად შეაფასოს, რას ნიშნავს ამ ორი კანდიდატიდან ერთის ან მეორის მხარდაჭერა და რა შედეგები შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს ოპონენტების მხრიდან, მათი წარსულიდან გამომდინარე. იმ აგრესიული რიტორიკიდან გამომდინარე, რასაც ამ თვეების განმავლობაში ვისმენდით, დაახლოებით წარმოგვიდგენია, რასაც უნდა ველოდოთ. ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება. საქართველოს მშვიდი, წყნარი განვითარება და მაქსიმალურად სტაბილური გარემო სჭირდება. ჩემი აზრით, მოსახლეობის საჭიროებაც ესაა“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ვინმე ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაციას შეიტანს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, არჩევნების პირველმა ტურმა საზოგადოებაში საკმაო დაძაბულობა და აგრესიის მაღალი ხარისხი შემოიტანა, რომელიც, მისივე შეფასებით, ქვეყნისთვის და ყველა მიმდინარე პროცესისთვის დამაზიანებელია.

„ამიტომ, ყველამ ერთად უნდა ვცადოთ, რომ პროცესი აგრესიის გარეშე გავაგრძელოთ. არანაირი აგრესია ჩვენი მიზანი არ არის და ვერც იქნება. პირიქით, პირველმა ტურმა აჩვენა ჩვენი დამოკიდებულება არჩევნების მიმართ. ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ ამომრჩევლის ნებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ძალადობის ადგილი ჩვენს საზოგადოებაში არ არის “,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისი შეფასებით, ის არჩევანი, რაც პირველ ტურში დადგა, უფრო მეტად საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით უკმაყოფილების დაფიქსირება იყო.

„საზოგადოების მხრიდან ეს იყო ხელისუფლების გამოფხიზლების და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობის მცდელობა ისეთი თემების მიმართ, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. რადგან პასუხისმგებლობა გვაკისრია ამ ქვეყნის მართვისა, ჩვენი საერთო ამოცანაა, ამ ყველაფერს მოვეკიდოთ ყურადღებით, გავიგოთ, შევისმინოთ და შემდგომ უკვე ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ეს გუნდში სრულიად გაცნობიერებულია. მეორე ტურს მშვიდად გადავივლით “, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმითვე, პირველ ტურში სრულიად სხვა მოცემულობა იყო.

„25 კანდიდატს შორის საარჩევნო ხმები ნაწილდებოდა. ახლა არჩევანი უკვე სხვანაირად დგას - „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს “,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ამ დღეების განმავლობაში მან მოქალაქეების მხრიდან უამრავი გზავნილი მიიღო, რომელშიც გამოკვეთილია რამდენიმე საკითხი, რაც ადამიანებს აწუხებთ.

„ზოგიერთი უკავშირდება მართვის ეფექტურობას ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ზოგიერთი- კორუფციასთან ბრძოლის არაეფექტურობას. ბევრი საკითხია, რომელზეც ადამიანები მკაფიოდ და ნათლად საუბრობენ. ყველა ამ საკითხს სათანადო ყურადღება სჭირდება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ქმედითი, სწორი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. საქართველოს დესტაბილიზაცია, ქაოსი, დაპირისპირება არ სჭირდება, პირიქით - სჭირდება სიმშვიდე და სტაბილური წინსვლა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა