logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ელჩმა ლატვიაში ლატვიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა ლატვიაში ლატვიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
21:30 30.10.2018
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ლატვიის პრეზიდენტს, რაიმონდს ვეიონისს. პრეზიდენტის სასახლეში გამართული ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა.



საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლატვიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს და ლატვიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ხანგრძლივ ტრადიციას, ისაუბრა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. რაიმონდს ვეიონისმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზი გაუსვა, რომ ლატვია კვლავაც გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყანაში შესაბამისი რეფორმების გატარების მხარდაჭერას. პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-სთან და მისი აქტიური მონაწილეობა ნატოს- სამშვიდობო მისიებში. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი როგორც ლატვიისთვის, ასევე საქართველოსთვის საიუბილეო წელია. ორივე ქვეყანა აღნიშნავს რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს. მიმდინარე წელს ასევე აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი.



თეა მაისურაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. დაფიქსირდა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება კვლავ რჩება უდიდეს გამოწვევად, რომლის მოგვარება უნდა მოხდეს დიპლომატიური გზით, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული მხარდაჭერით და ჩართულობით.



შეხვედრაზე ასევე გამოითქვა მზაობა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთის, მათ შორის, ტურიზმის სფეროში. საუბარი ასევე შეეხო თავდაცვის, კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრის ბოლოს საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ლატვიის რესპუბლიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და მადლობა გადაუხადა ლატვიურ მხარეს თბილი მიღებისათვის. ლატვიის პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა