პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ფინეთის
ელჩს (რეზიდენციით ჰელსინკი) არია მაკონენს და შვედეთის ელჩს ულრიკ თიდესტრომს შეხვდა, სადაც განიხილა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღის წესრიგი და პრიორიტეტები, ასევე, ქვეყნის საგარეო კურსის ამოცანები.
მხარეებმა ასევე, განიხილეს საპარლამენტო კავშირების როლი ორმხირივი და მრავალმხრივი ურთიერობების დინამიკაში.
სოფიო ქაცარავას ინიციატივით ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის (NB8) წევრი ქვეყნების პარლამენტებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა საქართველო თანამშრომლობის ფორმატში ჩაერთოს, რომლის ფარგლებშიც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, რაც ჩვენსა და ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის წევრი ქვეყნების ინტერესში შედის.
„ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის წევრი ქვეყნების ფორმატში თანამშრომლობა საქართველოს ბევრ სიკეთეს მოუტანს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

















