logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჯანდაცვის კომიტეტი „მარიხუანის კულტივაციის“ კანონპროექტის გაწვევის ინიციატივით გამოვიდა
ჯანდაცვის კომიტეტი „მარიხუანის კულტივაციის“ კანონპროექტის გაწვევის ინიციატივით გამოვიდა
17:30 30.10.2018
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე „მარიხუანის კულტივაციასთან“ დაკავშირებული კანონპროექტის გაწვევის ინიციატივით გამოვიდა. პარლამენტის წევრმა, აღნიშნული თხოვნით კომიტეტის თავმჯდომარეს, დღეს გამართულ სხდომაზე მიმართა.

„წინასაარჩევნო პროცესებმა და არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ ბევრი დასაფიქრებელი ფაქტორი გამოიკვეთა.

საზოგადოებამ ბევრ მოვლენაზე, მათ შორის სხვადასხვა საკითხზე, თავისი აზრი ძალიან მკაფიოდ დაგვიფიქსირა და არის თემები, რომლებიც მათთან ერთად ღრმა განხილვას საჭიროებს. ჩვენ მივიღეთ ეს გზავნილები და ჩვენ ვართ ნამდვილად ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც კარგად ესმის საზოგადოების, ყოველთვის ესმოდა და დღესაც ამ პოზიციაზე ვართ. ჩვენ უფლება არ გვაქვს ჩვენს მოსახლეობასთან არ ვიყოთ ადექვატური და არ გადავდგათ ის ნაბიჯები, რათა შედეგები იყოს ისეთი, როგორიც შეეფერება ქვეყნის ღირსეულ მომავალს.

მარიხუანის კულტივირებასთან დაკავშირებით, რადგან წამყვანი კომიტეტად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა, ბატონო თავმჯდომარე მოგმართავთ თხოვნით, რომ ბიუროზე დააყენოთ საკითხი ამ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც საზოგადოებამ თავისი ძალიან მკაფიო გზავნილი გამოგვიგზავნა და ამასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

პარლამენტის წევრის ინიციატივას კომიტეტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური დაეთანხმნენ. „ვუერთდები ჩემი კოლეგების პოზიციას და ვთვლი რომ იგი საზოგადოების განწყობასთან თანხვედრაშია. არა თუ სასურველია, ვფიქრობ რომ აუცილებელია ეს კანონპროექტი იქნეს გაწვეული“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

„მე როგორც პარლამენტის წევრმა, შემიძლია მხარი დაგიჭიროთ, რათა ბიუროზე ეს საკითხი დავაყენოთ. კომიტეტს ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, რადგან ინიციატორია მთავრობა. ერთიან დისკუსიის შედეგად გადაწყვეტილება მთავრობის მიერ იქნება მიღებული“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

კომიტეტის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა კომიტეტს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები კომპეტენტური უწყების განსაზღვრას შეეხება. კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე კომპეტენტურ უწყებად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განისაზღვრება.

სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტი ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს მოიცავს და იგი კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის ნაწილია. ცვლილების თანახმად, კანონპროექტში ნახსენები „სამხედრო ძალები“ „თავდაცვის ძალებით“ იცვლება.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა