logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელს მოუსმინეს
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელს მოუსმინეს
15:48 30.10.2018
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით დაიწყო, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნის პროცესებზე ისაუბრა.



მისი განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში, მიუხედავად ხელისუფლების მრავალგზის მოწოდებისა, რაც საარჩევნო პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეეხებოდა, სამწუხაროდ, გამოიკვეთა ძალები, რომლებმაც იმ კანდიდატის მიმართ, რომელსაც მხარს პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს, სიძულვილის ენა გამოიყენა.



„პოლიტიკური ტექნოლოგიით, მხოლოდ გამართლება იმის, რომ ადამიანს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლია სიბინძურეებზე ააგოს კამპანია, რომ მოიპოვოს ხმები, ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა დამთავრდეს. ამის დიდი ძალა გვაქვს ჩვენ და მიუხედავათ ამ გამოწვევებისა, ეს უნდა გადავლახოთ. საარჩევნო პროცესი გრძელდება და ჩვენ გვმართებს ძალისხმევა, რათა გავაორმაგოთ ჩვენი ერთობა და პრინციპულობა და ქვეყანას ავარიდოთ იმ საშიშროების დაბრუნება, რასაც წინა წლებში მმართველი პოლიტიკური ძალა სჩადიოდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი რესურსის გამოყენება და იმ პოლიტიკური კურსის და მიმართულების დაცვა, რაც ქვეყანას აქვს არჩეული“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.



კომიტეტის სხდომაზე ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების და „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოს თავმჯდომარეს, პავლე კასრაძეს მოუსმინეს.



მომხსენებელმა კომიტეტს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო და რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, სააგენტომ „საქართველოს ანტი-დოპინგური წესები“ შეიმუშავა, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო სტანდარტებთან. ამასთანავე, ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს მიერ რატიფიცირებული კონვენციების შესაბამისი ნორმების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აქტიურ საქმიანობას აგრძელებს.



პავლე კასრაძემ სააგენტოს წინაშე არსებული პრობლემებიც მიმოიხილა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტს დახმარების თხოვნით მიმართა.



„გვაქვს რიგი გამოწვევები და ვმუშაობთ მათ დასაძლევად, მაგრამ არის საკითხები, რომლებსაც მარტო ვერ გავწვდებით და ამ კუთხით კომიტეტის და სამინისტროს ქმედით დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.



კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კასრაძეს გაწეული საქმიანობისთვის და წარმოდგენილი ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სპორტი დღითიდღე უფრო და უფრო ვითარდება, რაც, თავის მხრივ, თანამედროვე სტანდარტების და მიდგომების დანერგვას საჭიროებს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციები და მოთხოვნები სრულად შესრულდეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა