logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მუნიციპალურ ნარჩენებთან დაკავშირებული საკომიტეტო მოკვლევის თაობაზე შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მუნიციპალურ ნარჩენებთან დაკავშირებული საკომიტეტო მოკვლევის თაობაზე შეხვედრა გამართა
13:38 30.10.2018
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ მეორე საკომიტეტო მოკვლევასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას, საკომიტეტო მოკვლევის სამუშაო ჯგუფის წევრებითან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ განმარტა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი არის პირველი საპილოტე კომიტეტი, რომელმაც მიმდინარე წელს დანერგა საკომიტეტო მოკვლევის პრაქტიკა. მოკვლევის მიზანია საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„რეგიონებში კომიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად, ყველაზე მძიმე პრობლემად დასახელდა მუნიციპალური ნარჩენების მართვა. ჩვენ გვაქვს მიღებული კანონი, მუნიციპალიტეტებს აქვთ ვალდებულებები. ჩვენ გადავწყვიტეთ, წინასწარ შევიკრიბოთ, გავარკვიოთ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით, რათა დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები თუ როგორ უნდა მოხდეს პარლამენტის მხრიდან ამ პროცესში სწორად ჩართვა და ხელშეწყობა“,- განაცხადა კახაბერ კუჭავამ.


მისი თქმით, საკომიტეტო მოკვლევის მეთოდი აპრობირებულია მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც საპარლამენტო სისტემა საუკუნეებს მოიცავს და დიდი ტრადიციები არსებობს.


კახაბერ კუჭავას ინფორმაციით, 3 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე, კომიტეტი მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებული სუბიექტისაგან დოკუმენტურად დადასტურებული პოზიციების მიღებას ელოდება.


კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი დეტალურად შეისწავლის თითოეული სუბიექტის მიერ წარმოდგენილ მასალებს. შემდგომ გაიმართება შემოსული პოზიციების ზეპირი მოსმენა. კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული თემატური განხილვა საშუალებას მისცემს სამოქალაქო საზოგადოებას გააჟღერონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, პრობლემები და რეკომენდაციები.


სამუშაო ჯგუფის წევრმა, ნინო წილოსანმა საკომიტეტო მოკვლევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „გამომდინარე იქიდან, რომ ვმონაწილეობდი თბილისის ატმოსფერული ჰაერის შესწავლის საკომიტეტო მოკვლევაში, რომელსაც ჯერ კიდევ საბოლოო შედეგი არ დაუდია, ძალიან თვალნათლივ დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჩართულობა და საკომიტეტო მოკვლევის ფორმატი პრობლემის იდენტიფიცირებისთვის და, შესაბამისად, პარლამენტის მიერ დასკვნების და რეკომენდაციების შესამუშავებლად“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.


მისი თქმით, მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტიანი მუშაობა არა მარტო ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი პუნქტია, არამედ ხელისუფლების საზრუნავია, რადგან პირდაპირ კავშირშია გარემოს დაცვის საკითხსა და, შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობასთან.

თვითმმართველობისა რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, მყარი ნარჩენების მართვა არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სწორად დგას დღის წესრიგში. „ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა და ჩართულობა ამ სამუშაო ჯგუფში იქნება შედეგიანი და აისახება ჩვენი რეგიონების პოლიტიკაზე“,- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.


საკომიტეტო მოკვლევის პროექტი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა