საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის
ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანები, უსაფრთხოების და სტაბილურობის მნიშვნელობა და რუსეთიდან მომავალი საფრხეები განიხილეს. ასევე, მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და ადამიანის უფლებების დარღევევის უხეში ფაქტები.
სოფიო ქაცარავამ კოლეგებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესი და სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობა გააცნო, რაც კომიტეტის დღის წესრიგს წარმოადგენს.
შეხვედრაზე ორმხრივი კავშირები და საპარლამენტო თანამშრომლობის როლი ამ მიმართულებით განიხილეს.
„ჩვენ საქართველოს, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროკავშირსა და ნატოში მისი მომავალი წევრობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ. ამ გზაზე გატარებული ყველა რეფორმა საგულისხმო და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შეხვედრისას ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჰანს ჰანსომ.

















