logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დღეს კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ გაიმართება
დღეს კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ გაიმართება
17:33 29.10.2018
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში დღეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ (საჭიროება/კვალიფიკაცია/დასაქმება) გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს-სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი გახსნიან. კონფერენციის მიზანია დუალური პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ საკითხზე ბიზნესის ჩართულობით მაღალი რანგის დისკუსიის გამართვა.

კონფერენცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო“ შემაჯამებელი ღონისძიებაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის მიზანიც დუალურ პროფესიულ განათლებაში ჩართულ მხარეებს შორის დიალოგისა და კოორდინაციის მიზნით პლატფორმის შექმნა, ასევე, დუალური განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ ტიპის განათლების დანერგვისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაა. საბჭოში ჩართულები არიან, როგორც საჯარო უწყებების, ასევე დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

კონფერენციის „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ მიმდინარეობისას გაიმართება 3 პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საჯარო/კერძო სექტორების წარმომადგენლები განიხილავენ საკოორდინაციო საბჭოს როლსა და მიზნებს, იმსჯელებენ პროფესიული განათლების შესახებ კანონის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე (აღნიშნული კანონი 2018 წლის 20 სექტემბრიდან შევიდა ძალაში) და ბიზნესისა და პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლობაზე.

გარდა საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა, პროექტის ფარგლებში შედგა 19 საინფორმაციო შეხვედრა თბილისსა და რეგიონებში პროფესიული განათლების შესახებ. ასევე, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ ეტაპზე ახორციელებს შესაბამისობის კვლევას რეგიონული ბიზნეს-სექტორის მიერ მოთხოვნად პროფესიებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებს შორის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა