პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილის ბექა
ნაცვლიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ამომრჩეველთა მხრიდან მხარდაჭერა შეუმცირდა, რისი შედეგიც იყო ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არასახარბიელო შედეგს მიაღწია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიუღწევია კარგი შედეგისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია ცუდ შედეგს.
ამაში ფუნდამენტური განსხვავებაა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი არ მოიპოვა მხარდაჭერა, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლები დააკლდა და მისი მხარდაჭერა შემცირდა.
ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ იმას, რომ ხალხს ამ 2 კვირის განმავლობაში დავანახოთ, რომ ჩვენ ისევ 2012 წლის სულისკვეთების ერთგულნი ვართ“-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

















