logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი შარვაშიძე სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივნის მოადგილეს შეხვდა
გიორგი შარვაშიძე სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივნის მოადგილეს შეხვდა
14:26 29.10.2018
სინგაპურში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივნის მოადგილესთან, პიტერ ტან ჰაი ჩუანთან შეხვედრა გამართა.

როგორც საგარეო საქამეთა სამინისტორში აცხადებენ, შეხვედრისას მათ სინგაპურსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე ისაუბრეს. ორივე მხრიდან ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაცია აღინიშნა, მათ შორის სავაჭრო–ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში ასევე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. გიორგი შარვაშიძემ სინგაპურის მხარეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მზადყოფნის შესახებ აცნობა, რომ სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს უმასპინძლოს.

გიორგი შარვაშიძემ შეხვედრისას პიტერ ტან ჰაი ჩუანს აცნობა, რომ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან და ორგანიზაცია ASEAN-თან ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და სთხოვა სინგაპურის მხარდაჭერა, რომ საქართველომ ფორმალური თანამშრომლობა ASEAN-თან განავითაროს. ასევე გიორგი შარვაშიძემ სინგაპურის მხარეს ინფორმაცია საქართველოში განვითარებული მოვლენების, მიღწევების, განხორციელებული რეფორმების, საინვესტიციო გარემოს და ტურისტული პოტენციალის შესახებ მიაწოდა.

თავის მხრივ, პიტერ ტან ჰაი ჩუანმა აღნიშნა, რომ სინგაპური საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით დაინტერესებულია და მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებას, რომ ურთიერთობები სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან განავითაროს. ასევე განაცხადა, რომ განსაკუთრებით სინგაპურის მხარეს საქართველოში მიმდინარე ლოგისტიკურ პროექტებში მონაწილეობა აინტერესებს და ამ კუთხით გეგმავს შესაძლებლობების შესწავლას.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ორივე მხრიდან მზადყოფნა გამოითქვა, რომ გაგრძელდება აქტიური მუშაობა სხვადასხვა მიმართულებებით, ორმხრივი ურთიერთობების თვისობრივად ახალ ფაზაში გადასაყვანად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა