logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
10:36 29.10.2018
საქართველოსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ქართული მხრიდან კონსულტაციებს მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, დანიის მხრიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, კარსტენ გრონბექ-იენსენი ხელმძღვანელობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულ ხასიათთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოხატეს და ხაზი გაუსვეს არსებული პლატფორმის მნიშვნელობას თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველოსა და დანიას ბევრი საერთო აქვთ, როგორც ტეროტორიისა და მოსახლეობის, ასევე ღირებულებების კუთხით. ისინი მიესალმნენ ორ ქვეყნის ურთიერთობებში ბოლოდროინდელ დინამიკას, ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და აღნიშნეს წარმატებული ინტერაქცია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ (NB8) ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

ვახტანგ მახარობლიშვილმა დანიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა დანიის მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.

ქართულმა მხარემ ასევე მადლიერება გამოხატა განვითარების სფეროში დანიის მიერ გაწეული დახმარების გამო, რომელიც ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით გაესვა ხაზი “დანიის სამეზობლო პროგრამის - DANEP”-ის ფარგლებში (2017-2021 წ.წ.), საქართველოსთვის პრიორიტეტული ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, რაც როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის მაჩვენებელია.

კონსულტაციების ფარგლებში, დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა, თუმცა, აღინიშნა ეკონომიკური მიმართულების შემდგომი გაღრმავებისა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, ყურადღება გამახვილდა დანიელი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე, რაც საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარობაზე მიუთითებს. ამ კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს პირდაპირი ფრენების მნიშვნელობას და შეთანხმდნენ კოორდინირებული ქმედებებით, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ავიარეისების ამოქმედებას.
ყურადღება გამახვილდა სექტორალური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, კერძოდ, თავდაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით.

კონსულტაციების ფარგლებში, დეტალურად განიხილეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი, საგზაო რუკა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები. დანიის მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს და განხორციელებულ რეფორმებს, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან. კარსტენ გრონბექ-იენსენმა დაადასტურა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე და ალიანსთან ინტეგრაციის არსებულ ინსტრუმენტებზე. დანიელმა დიპლომატმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღნიშნა პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით.

მინისტრის მოადგილემ დანიელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ჟენევის მოლაპარაკებებსა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მან ყურადღება გაამახვილა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მნიშვნელობაზე კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის აღკვეთის კონტექსტში. ხაზი გაესვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით.

ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პარალელურად, განხილულ იქნა შავი და ბალტიის ზღვის რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გამოწვევები და გლობალური პრობლემატიკა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ერთიან ხედვას საერთაშორისო გამოწვევებთან დაკავშირებით და შეთანხმდნენ კოორდინირებულ ქმედებებზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა